შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდა “ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამის პირველადი ვერსია 2018-2020 წლებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამების შესახებ.  გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამები სამივე სვეტის (Pillar) მიმართულებით ( ბრწყინვალე მეცნიერება/Excellent Science, ინდუსტრიული ლიდერობა/Industrial Leadership, საზოგადოებრივი გამოწვევები/Societal Challenges). მათ შორის, ყურადსაღებია მესამე სვეტის  ფარგლებში გამოქვეყნებული სამუშაო პროგრამები:

1.  Health, demographic change and wellbeing (ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა);

2.  Food security, sustainable agriculture and forestry, marine, maritime and inland water research and the bioeconomy (საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო, საზღვაო ფლოტისა და შიდა წყლების კვლევა და ბიოეკონიმიკა);

3.  Secure, clean and efficient energy (უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია)

4.  Smart, green and integrated transport („ჭკვიანი“ (Smart), მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი);

5.  Climate action, environment, resource efficiency and raw materials (კლიმატური ზემოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული);

6.  Europe in a changing world – Inclusive, innovative and reflective societies (ევროპა ცვალებად მსოფლიოში).

 თითოეული სამუშაო პროგრამის ფარგლებში, თემატიკის შესაბამისად, გამოცხადებულია  სხვადასხვა კონკურსი. მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თითოეულ სამუშაო პროგრამას.