შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს კონკურსი “Bridge2ERA EaP”

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2019 წლის საგრანტო კონკურსის  BMBF call “Bridge2ERA EaP” შესახებ, რომელიც საშუალებს აძლევს მკვლევრებს მოამზადონ საპროექტო განაცხადი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში ან „ჰორიზონტი ევროპა“-ში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მიმდინარე წლის 15 მაისიდან  და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 6 დეკემბერი.

კონკურსი ღიაა მკვლევრებისთვის ყველა სამეცნიერო დისციპლინიდან, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით:

„ჰორიზონტ 2020“-ს სვეტი „სოციალური გამოწვევები“:

  • ჯანმრთელობა, დემოგრაფიული სოციალური ცვლილება და კეთილდღეობა
  • სურსათის უვნებლობა, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ტყე, საზღვაო და ზღვის და შიდა წყლების კვლევები
  • უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია
  • ჭკვიანი, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი
  • კლიმატური აქტივობა, გარემოს დაცვა, რესურსების ეფექტურობა და ნედლი მასალები
  • ინკლუზიური, ინოვაციური და მოაზროვნე საზოგადოება
  • უსაფრთხო საზოგადოება

„ჰორიზონტ 2020“-ს სვეტი „ინდუსტრიული ლიდერობა“,

ლიდერობა შესაძლებლობის მომცემ და ინდუსტრიულ ტექნოლოგიებში:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • ნანოტექნოლოგიები
  • მოწინავე მასალები
  • ბიოტექნოლოგია
  • წარმოება

„ჰორიზონტ 2020“-ს სვეტი „გამორჩეული მეცნიერება“, მარია სკლოდოვსკა კიურის აქტივობები:

  • ინოვაციური ტრენინგ ქსელები
  • საერთაშორისო და ინტერსექტორული თანამშრომლობა კვლევებსა და ინოვაციებში ჩართული პერსონალის გაცვლის გზით

„ჰორიზონტ 2020“-ს სვეტი „გამორჩეული მეცნიერება“,  ევროპული კვლევების საბჭო (ERC)

„ჰორიზონტ 2020“-ს სვეტი „გამორჩეული მეცნიერება“, ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურები

„ჰორიზონტ 2020“-ს ქვე-მიმართულება, გამორჩეულობის გავრცელება და მონაწილეობის გაფართოება:

  • ღონისძიებები „მონაწილეობის გაფართოების“ მიმართულებით

გრანტის ოდენობა შეადგენს 40,000 ევროს (გერმანიის მცირე და საშუალო მეწარმეების პროექტში ჩართულობის შემთხვევაში 50,000  2 წლის განმავლობაში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს ვებგვერდზე.