შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტი 2020-ის კონკურსი ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამის შესახებ. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მესამე სვეტის, საზოგადოებრივი გამოწვევები (Societal Challenges) ფარგლებში გამოქვეყნებული # 11 სამუშაო პროგრამის - „ჭკვიანი” (Smart), მწვანე  და ინტეგრირებული ტრანსპორტი (Smart, green and integrated transport), ფარგლებში ცხადდება კონკურსი „ადამიანური ფაქტორები ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში“ (MG-2-1-2018: Human Factors in Transport Safety).

კონკურსის მიზანია სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და მასში ადამიანური რესურსების ჩართულობის სისტემის გაუმჯობესება. საპროექტო წინადადება  უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

ა) სატრანსპორტო საშუალებების  მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორის გამოვლენა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

ბ) ადამიანური რესურსისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის რისკ-ფაქტორების შეფასება, ანალიზი და გაუმჯობესება, მათ შორის საზღვაო/საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების, ეკიპაჟის მართვა და ცნობიერების ამაღლება ექსტრემალური შემთხვევების დროს (შეჯახებები, ევაკუაცია, წყლისა და საჰაერო  ხომალდების გაუმართაობა და სხვ).

 

სამუშაო პროგრამის მიხედვით, თანამშრომლობა ევროკავშირის წევრსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად რეკომენდებულია.

             კონკურსის მოსალოდნელი ბიუჯეტია 4-8 მილიონი ევრო.

სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 31 ოქტომბერს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია: 2018 წლის 30 იანვარი (პირველი ეტაპი),  2018 წლის 18 სექტემბერი (მეორე ეტაპი).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ გაეცნოთ სამუშაო პროგრამას.