შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის

გერმანიის ფედერაციის განათლებისა და კვლევის სამინისტრო, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამხრეთ კავკასიისა და  ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობაა გერმანელ პარტნიორთან ერთად საპროექტო წინადადების მომზადება. წლევანდელი თემატიკაა Green Hydrogen call.

კონკურსი მინზად ისახავს წყალბადის თემატიკასთან დაკავშირებით, ჩამოთვლილ პარტნიორ ქვეყნებთან, სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების და გაღრმავების მიზნით ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და განვითარების პოლიტიკის შესაძლებლობების რეალიზაციას.

მწვანე წყალბადის წარმოება შესაძლოა გამოყენებულ იქნას განახლებადი ენერგიის მიმართულებით ადგილობრივი წარმოების განვითარების სტიმულირებისთვის და იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ საწვავის ექსპორტზე და ახლა სურთ წყალბადის მარაგზე გადასვლა. შესაბამისად, წყალბადის წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების შესაბამისი ტექნოლოგიების კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს ენერგიის გარდაქმნის შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად და კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად.

ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დაფინანსება განხორციელდება საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისთვის (ინდივიდუალური ან კოლაბორაციული პროექტები), რომლებიც მიზნად ისახავს გერმანიის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის R&D თანამშრომლობის განვითარებას, ზემოთ აღნიშნული დაფინანსების მიზნების შესაბამისად. კონკურსში მონაწილე ქვეყნებიდან სულ მცირე ერთი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობის გარდა, დასაშვებია მესამე ქვეყნის პარტნიორების მონაწილეობაც.

პროექტის მონახაზი უნდა წარმოადგინოს გერმანიის მხრიდან პარტნიორმა ან თანამშრომლობის ალიანსმა, კონსორციუმმა, ცენტრალური აზიის, ირანის, სამხრეთ კავკასიის და / ან უკრაინის ერთ ან რამდენიმე სამეცნიერო პარტნიორ ინსტიტუტთან ერთად.

პირველ ეტაპზე პროექტის მონახაზის წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობით ან ელექტრონული ფორმით, პროექტის მენეჯერ სააგენტოში 2021 წლის 30 ივნისამდე.

დამატებითი დეტალებისა და ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს.