შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

NearUs: „ჰორიზონტი 2020“-ის ერთ-ერთი ინიციატივა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ NearUS ინიციატივის შესახებ. NearUS მიზნად ისახავს, გააძლიეროს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შორის არსებული თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციის დარგში. NearUS-ის ფარგლებში გამოაცხადდა შემდეგი კონკურსები:

 

  • NearUS Match & Pitch at CES 2018 (7-11 იანვარი, 2018) (ბმული)

კონკურსის სამიზნე ჯგუფი:

  • სტარტაპის დამფუძნებლები, ძირითადად ბიზნესის განვითარების ადრეულ სტადიაში, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება საკუთარი ინოვაციებისთვის;
  • მკვლევარები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება კერძო სექტორისგან;
  • კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება R&D პროექტებისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 ნოემბერი, 2017.

 

  • NearUS Innovation Tour to San Francisco, Sacramento and Silicon Valley (15-19 იანვარი, 2018)! (ბმული)

კონკურსის სამიზნე ჯგუფი:

  • ევროკავშირისა და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების კვლევის სისტემაში მოღვაწე პირები, რომლებიც დაინტერესებულები არიან აშშ-ს ბაზრით;
  • სტარტაპის დამფუძნებლები, ძირითადად ბიზნესის განვითარების ადრეულ სტადიაში, რომელებმაც ბიზნესი წამოიწყეს უნივერსიტეტის ან ლაბორატორიის ბაზაზე განხორციელებული კვლევის (spin off) ან შესაბამისი ტექნოლოგიის ლიცენზირებით;
  • მკვლევარები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება კერძო სექტორისგან;
  • კვლევითი ეკოსისტემის წარმომადგენლები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება R&D პროექტებისთვის (კლასტერის მენეჯერები, კვლევითი ლაბორატორიის მენეჯერები, ტექნოლოგიური ტრანსფერის ოფისის მენეჯერები, და სხვა).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 ნოემბერი, 2017.

 

  • NearUS Research2Market (R2M) Bootcamp in Boston, with an individualised programme across the USA (4-16 მარტი, 2018) and a pre-departure workshop in Brussels in February 2018  (ბმული)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2017.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: Near-us opportunities