შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პანევროპული ინიციატივა EURAXESS პორტალის შესახებ.

პანევროპული ინიციატივა EURAXESS დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას აწვდის კვლევისა და მეცნიერების სფეროში ფართო შესაძლებლობებზე. ეს არის ევროკომისიისა და ევროკავშირის კვლევით პროგრამაში ჩართული ქვეყნების ერთობლივი ინტერნეტ პორტალი, უნიკალური ინიციატივა, რომელიც ევროპის და სხვა ქვეყნების მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ განახლებული ინფორმაცია კვლევის, დასაქმების და კარიერის განვითარების სხვა შესაძლებლობების შესახებ. ინტერნეტ პორტალზე მონაცემები წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულების მიხედვით:

EURAXESS Jobs

პორტალის ამ ნაწილში მკვლევარებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ ვაკანსიები, საგრანტო კონკურსები,  სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის მასშტაბით. დაინტერესებულ მეცნიერებს შეუძლიათ პორტალზე თავიანთი რეზიუმეს ატვირთვა, რაც დამქირავებელ ორგანიზაციებს  სასურველი მკვლევარის მოძიებას გაუადვილებს.

 

EURAXESS Services

პორტალის ეს ნაწილი აერთიანებს 5 ათასზე მეტ მომსახურების ცენტრს ევროპის 40 ქვეყანაში. მომსახურების ცენტრი დახმარებას უწევს მეცნიერსა და მის ოჯახს სხვა ქვეყანაში გადასვლის ორგანიზებაში. მომსახურება უფასოა და მისი დახმარებით შესაძლებელია ისეთი საკითხების შესახებ ინფორმირება, როგორიცაა: საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ვიზისა და მუშაობის უფლების მოპოვება, ენის კურსები, სკოლები, დაზღვევა და სამედიცინო მომსახურება. 

EURAXESS Rights

ამ ნაწილში შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ევროპის კანონმდებლობა კვლევისა და მეცნიერების შესახებ,  რეგულაციები /საკანონმდებლო ჩარჩო  მეცნიერთა დასაქმების შესახებ,  ამასთან ერთად მკვლევარებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ ინფორმაცია ქვეყანაში შესვლის მოთხოვნების, სოციალური დაზღვევისა და პენსიების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება დოკუმენტზე: ,,The European Charter for Researchers and the Code of Conduct for the Recruitment of Researchers“

EURAXESS Links

ვებ-პორტალის ეს ნაწილი წარმოადგენს კავშირების დამყარების ერთგვარ საშალებას და  საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დანტერესებულია კოლაბორაციის შესაძლებლობებით ევროპაში და ევროპის ფარგლებს გარეთ.

პანევროპული ინიციატივის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ EURAXESS ოფიციალურ ვებ-გვერდზე.