შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ პროექტის შესახებ

„ათასწლეულის გამოწვევის“ პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს უნივერსიტეტის კოორდინირებით ხდება ამერიკული საუნივერსიტეტო განათლების პრინციპების დანერგვა STEM დისციპლინებში. ქართული მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან თსუ, ილიაუნი და სტუ. ამერიკული მხარე იყენებს ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების რესურსებს.

პროექტი ითვალისწინებს ამერიკული საბაკალავრო განათლების პროგრამების დანერგვას STEM მიმართულებებით და პარტნიორი უნივერსიტეტების პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციისა და სერტიფიცირებისათვის ხელის შეწყობას.

სან-დიეგოს გამორჩეული პროფესორის ვალტერ ოჩელის ხელმძღვანელობით ხორციელდება პროექტი „საქართველოში სამაგისტრო დონის განათლების და სტემის დისციპლინებში კვლევების ხელშეწყობა“, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების (ასისტენტ პროფესორების, დოქტორანტების)  დონის ამაღლება მეცნიერული კვლევების მეთოდებში (რაოდენობრივი და თვისობრივი) და აკადემიურ წერაში.

პროექტი იყოფა ორ ნაწილად:

  • პირველი ითვალისწინებს პანდემიიდან გამომდინარე, ზუმის საშუალებით მოკლე კურსების ფორმატში ლექციების ჩატარებას სან დიეგოს მთავარი კამპუსის მეცნიერთა მიერ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: კვლევის მეთოდები, კვლევის პროცესი, პუბლიკაციები, კომუნიკაციები, ზეპირი და პოსტერ-თვალსაჩინო პრეზენტაციები, სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენება, კვლევის ეთიკა და სამეცნირეო რესურსების გამოყენება, ფონდების მოძიება და მოზიდვა,  აშშ-ში სამაგისტრო პროგრამების რესურსების მოძიება;
  • მეორე ითვალისწინებს სტაჟირების კურსს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტში, რომლის ფარგლებში დოქტორანტები გაივლიან სადოქტორო კვლევას, სან დიეგოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის მენტორის უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან STEM მიმართულებით კვლევების გამართვასა და ჩატარებას აშშ-ში არსებულ სტანდარტებზე დაყრდნობით.

საკონკურსო კომისია შედგება ადგილობრივი და ამერიკელი მკვლევარებისგან. ხელმძღვანელები შეირჩევიან ქართველი სტუდენტების სპეციალობების, სტაჟირების პროექტების და ინტერესების გათვალისწინებით.

ამჟამად ჩატარებულია 3 კურსი. რიგით მეხუთე მინი-კურსი იგეგმება მიმდინარე წლის მაისში.

ამ ეტაპზე კონკურსი არის მიმდინარე და მასში ჩართულობა შესაძლებელია ვაკანსიების შევსებამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.