შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ერასმუს მუნდუსის“ პროგრამის TROPIMUNDO-ს შესახებ, ბიოლოგიისა და ეკოსისტემების შემსწავლელი სამეცნიერო მიმართულებების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის

Tropimundo წარმოადგენს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ,  ერასმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ტროპიკული ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მიმართულებით.

პროგრამა მიზნად ისახავს ტროპიკული ტყეებისა და ტროპიკული სანაპიროების ეკოსისტემების კვლევის მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით გამოჩენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ხელშეწყობას. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი უნივერსიტეტების 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში იმუშაონ ზოოლოგიის, ბოტანიკისა და შემაკავშირებელი ეკოსისტემების მიდგომებზე. 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის ერთი სემესტრი მთლიანად ეთმობა ტროპიკებში პრაქტიკულ კვლევით სამუშაოებს.

მონაწილეობისათვის საჭირო მოთხოვნები და პირობები:

  • საერთაშორისო აღიარების მქონე საბაკალავრო პროგრამის დიპლომი (სპეციალიზაციის ძირითადი მიმართულებები: ბიოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები ან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა სამეცნიერო მიმართულებები აკრედიტებული უნივერსიტეტებიდან);
  • ინგლისურის ენის/ინგლისურისა და ფრანგულის ენების თავისუფალ დონეზე ფლობა;
  • შემფასებელი კომისია განახორციელებს აპლიკანტების ინდივიდუალურად შეფასებასა და შერჩევას;
  • პირველ და მესამე სემესტრებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სამეცნიერო სპეციალიზაციის შესაბამისი ენობრივი კურსები.

ევროკომისია უზრუნველყოფს სტიპენდიების განსაზღვრული რაოდენობის გაცემას, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტების, ისე არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისა და მონაწილეობის დეტალური პიროებებისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.