შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

SPIRE ,ჰორიზონტი 2020“ -ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამაში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის შესახებ. გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის პროექტი, რომელიც მოიცავს თემებს: ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება. პროგრამის პროექტში აღნიშნულ კონკურსებს შორისაა მიმართულება  - ინდუსტრიული მდგრადობა (industrial sustainability), SPIRE (Sustainable Process Industry through Resource and Energy Efficiency).

SPIRE-ის კონკურსების მიზანია ევროპული ინდუსტრიის ლიდერობის გაძლიერება გლობალური მასშტაბით გარემოს დაცვის მდგრადი განვითარებისა და არატრადიციული/ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების გზით. კონკურსის პირობების ამსახველ დოკუმენტში ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, და ბელარუსი) მონაწილეობის მნიშვნელობა.

ყურადღება გამახვილებულია საკითხებზე:

  • ახალი ტექნოლოგიები ინდუსტრიაში;
  • კატალიზის სწრაფი განვითარება;
  • ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების განვითარება განახლებადი ენერგიისათვის;
  • ახალი ტექნოლოგიები ენერგოეფექტურობისათვის.

2018 წელს SPIRE-ს ფარგლებში გამოცხადდება 3 კონკურსი:

  • CE-SPIRE-02-2018: Processing of material feedstock using non-conventional energy sources (IA): (მატერიალური ნედლეულის გადამუშავება ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებით). თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტი: 6-10 მილიონი ევრო.
  • CE-SPIRE-03-2018: Energy and resource flexibility in highly energy intensive industries (IA 50%): (ენერგიისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება ინდუსტრიაში). თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტი: 8-12 მილიონი ევრო.
  • CE-SPIRE-10-2018: Efficient recycling processes for plastic containing materials (IA): (პლასტმასის შემცველი მასალების ეფექტური გადამუშავების პროცესები). თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტი: 6-8 მილიონი ევრო.

 

სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომი გახდება 2017 წლის  31 ოქტომბერს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად ამ ეტაპზე  განსაზღვრულია 2018 წლის 22 თებერვალი.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს.