TUBITAK-ის კვლევითი სტიპენდიები მეცნიერთა მობილობის მხარდასაჭერად
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (The Scientific and Technological Research Council of Turkey - TUBITAK) მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. სტიპენდია გაიცემა შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინრო და ტექნოლოგიური მეცნიერებები, სამედიცინო მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
პროგრამის მიზანია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ხელშეწყობა სტიპენდიანტების წარმომადგენელ ქვეყნებთან.
დაფინანსება მოიცავს:
- ყოველთვიურ სტიპენდიას არაუმეტეს 3000$ ოდენობით მეცნიერთა მობილობისთვის (Visiting Scientists);
 - ყოველთვიურ სტიპენდიას არაუმეტეს 3500$ ოდენობით სასწავლო შვებულების მქონე მეცნიერთა მობილობისთვის (Visiting Scientists on Sabbatical Leave);
 - სამოგზაურო ხარჯებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
 - სტიპენდიის ხანგრძლივობა მერყეობს 1 კვირიდან 12 თვემდე;
 - სტიპენდიანტები ვალდებულნი არიან, ისარგებლონ დაფინანსებით შეტყობინებიდან 6 თვის განმავლობაში;
 
პროგრამაში მონაწილეობის პირობები:
- პროგრამა ღიაა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის;
 - სტიპენდიანტებს უნდა ჰქონდეთ დოქტორის/მასთან გათანაბრებული ხარისხი ან 5 წლიანი გამოცდილება კვლევის სფეროში;
 - სტიპენდიანტები უნდა მოიწვიონ მასპინძელმა ინსტიტუტებმა, რომლებშიც შედის: უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, ინდუსტრიული კომპანიები, რომლებსაც აქვთ კვლევისა და განვითარების ქვედანაყოფი;
 - სასწავლო შვებულების მქონე სტიპენდიანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 3 თვიანი მოწვევა.
 
განაცხადის წარდგენა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
ინგლისური ენის ცოდნა: აპლიკანტები ინგლისურად უნდა საუბრობდნენ თავისუფლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად:
https://e-bideb.tubitak.gov.tr/giris.htm?language=en
განაცხადების მიღების ბოლო ვადა დაწესებული არ არის.
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.