შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვირტუალური საინფორმაციო დღე ჰორიზონტი 2020-ის „ჭკვიანი, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტის“ სამუშაო პროგრამის შესახებ

შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაგეგმილი ვირტუალური საინფორმაციო დღის შესახებ.

 საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნება ,,ჰორიზონტი 2020“ ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის მიმდინარე კონკურსები „ჭკვიანი, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტის“ მიმართულებით (Smart, Green and Integrated Transport).

ვირტუალურ საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნება 2019 წლისათვის გამოცხადებული შემდეგი კონკურსები:

აღნიშნული კონკურსებისათვის სამუშაო პროგრამით გათვალისწინებულია დაახლოებით 355 მილიონი ევრო. 

საინფორმაციო დღე გაიმართება 2018 წლის 23 ოქტომბერს, 09:00 – 13:00 (ცენტრალური ევროპის დროით). ყურადსაღებია, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეკითხვების  გაგზავნა შემდეგ ელ. ფოსტაზე: INEA-H2020-Transport-Infoday@ec.europa.eu  ან twitter -ზე @inea_eu. შეკითხვებს განიხილავენ ვირტუალურ საინფორმაციო დღეზე.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს.

,,ჰორიზონტი 2020“ ის სამუშაო პროგრამის ,,Smart, Green and Integrated Transport” სანახავად, გთხოვთ იხილოთ ფაილი.