შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) synergy გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) Synergy გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ. აღნიშნული გრანტით დაფინანსებული პროექტების კვლევითი თემატიკა შეეხება: კიბოს განკურნებას, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და სხვა სამეცნიერო მოწოდებებს.

ERC Synergy Grant წარმოადგენს ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო სქემას, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევის განხორციელება რომლებიც ითვალისწინებენ  2-4 სამეცნიერო ხელმძღვანელის და მათი სამეცნიერო ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობას.

2019 წლის კონკურსში 37 კვლევითი ჯგუფი მიიღებს დაფინანსებას. ჯამში 363 მლნ ევროს ღირებულების დაფინანსება საშუალებას აძლევს 2-4 კვლევის ხელმძღვანელს დააკომპლექტონ ერთიანი კვლევითი ჯგუფი და განახორციელონ მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევა.

ევროპული კვლევების საბჭოს Synergy grant - ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებსაიტს.