შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პრეზენტაცია ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში

 

5 ივლისს, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა შო­თა რუს­თა­ვე­ლის  საქართველოს ერ­ოვ­ნული  სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის 2021 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ერი და მა­ტე­რი­ალ­ური კულ­ტუ­რა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში — მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენ­ებ­ზე“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

კვლევის შედეგები წარმოადგინეს პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემ,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა,  ეთნომუსიკოლოგმა  გიორგი კრავეიშვილმა,  თსუ-ს ასოცირებულმა  პროფესორმა, ღვთისო მამისიმედიშვილმა, პროექტის მონაწილე მეცნიერმა, ინგუშეთის ახრიევის სახელობის სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბორის ხარსიევმა. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში დამუშავდა და აღირიცხა  დიდძალი საკვლევი  მასალა, ექსპონატები, ძეგლები, რის საფუძველზეც  შეიქნება  ფართო მონაცემთა ბაზა,

 „პრო­ექ­ტის „ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ერი და მა­ტე­რი­ალ­ური კულ­ტუ­რა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში — მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენ­ებ­ზე“ მი­ზა­ნია სრულ­ყო­ფი­ლად აღ­იწ­ერ­ოს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, შეს­წავ­ლილ იქ­ნეს ამ ძეგ­ლე­ბის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ული, პო­ლი­ტი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ალ­ური მი­ზე­ზე­ბი. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში დას­ტურ­დე­ბა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ან­ული კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, არ­ამ­ედ სხვა სა­ხის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­აც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა (ეპ­იგ­რა­ფი­კა, წარ­წე­რე­ბი, ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­ტო­პო­ნი­მი­კა, ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ული მა­სა­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი ფოლ­კლო­რუ­ლი მა­სა­ლა, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლ­კლო­რი და სა­გა­ლობ­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური კულ­ტუ­რის ექ­სპო­ნა­ტე­ბი, და­ცუ­ლი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მუ­ზე­უმ­ებ­სა და არ­ქი­ვებ­ში, ას­ევე ღია სივ­რცე­ში).

 

.