შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო საგამომცემლო გრანტის (SP-22-158) ფარგლებში, „ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)“, წიგნის პრეზენტაცია

 

 

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ლელა სარალიძის მონოგრაფიული ნაშრომის: „ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)“, სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარდგენა შედგა. ნაშრომი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო საგამომცემლო გრანტის (SP-22-158) ფარგლებში, 2023 წელს, გამომცემლობა „ფავორიტში“ დაიბეჭდა. გრანტის მიმღები ორგანიზაცია არის ააიპ რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტი. წიგნის წარდგენას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მონოგრაფიული ნაშრომი წარუდგინა, წიგნის ავტორმა, ისტორიის დოქტორმა, რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა და გამგეობის თავმჯდომარემ, ლელა სარალიძემ. საღამოს უძღვებოდა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვაჟა შუბითიძე (მონოგრაფიის ერთ-ერთი რეცენზენტი), რომელმაც თავის მხრივ, მონოგრაფიაში დასმული საკითხების აქტუალობაზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ:

1. დიმიტრი შველიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულების პროფესორი.

2. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.

3. კახა კვაშილავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (თურქოლოგი).

4. ბეჟან ხორავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

5. როლანდ თოფჩიშვილი, პროფესორი, თსუ ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ქვეყნების ისტორიის განყოფილების გამგე.

6. ედიშერ ჯაფარიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (პროექტის კოორდინატორი).

7. გიორგი ახალკაციშვილი, ახალგაზრდა მკვლევარი (თურქოლოგი).

საგრანტო პროექტის კოორდინატორმა, ედიშერ ჯაფარიძემ სხდომაზე მყოფთ, მონოგრაფიის ერთ-ერთი რედაქტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივნის, ლიანა მელიქიშვილის, ასევე, წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპატრამენტის პროფესორის, ოთარ გოგოლიშვილის რეცენზიებიდან ამონარიდები გააცნო.

დასასრულს, წიგნის ავტორმა, ასევე, დამსწრე საზოგადოებამ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრაციას, მონოგრაფიის დაფინანსებისთვის, დიდი მადლობა გადაუხადეს.