1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი
2016 წლის 10 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსშჰი ჩატარდა "1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" წიგნის პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინსებული პროექტის (31/34) ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი დარეჯან თვალთვაძე; თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ; შოთა რუსთაველის ფონდის, იუნუს ემრეს ინსტიტუტის წარმომადგენლები და საუნივერსიტეტო საზოგადოება.