შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერება აკადემიაში გაიმართა პროექტ „პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორის“ შედეგების პრეზენტაცია

პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის მეტაკოგნიტური მართვის ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელდა შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის 2022 წლის (SPG-22) პროგრამის ჩარჩოში იქნა ცნობილი გამარჯვებულად და შესაძლებელი გახდა მისი განხორციელება.

საპრეზენტაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, პოლიტიკის მეცნიერების დარგის სახელობითი პრემიის შექმნის ინიციატივა.

დასკვნითი ღონისძიება მიეძღვნა პოლიტიკის მეცნიერებათა ქართული სკოლის ერთ-ერთი პირველი მკვლევრის და დამაარსებლის - ალექსანდრე ამილახვარის (1750-1802) ხსოვნას.

მონაწილეთა რეგისტრაციიის შემდეგ ღონისძიების გახსნა

ფსიქოლოგიის დოქტორმა, პოლიტიკის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, პროექტის მონაწილემ ალექსანდრე რუსეცკიმ მოხსენებით „პოლიტიკის მეცნიერების განვითარების და მეტაკოგნიტიური მართვის ინოვაციური მიდგომები“. მოკლე დისკუსიის შემდეგ კი გაიმართა პორტალ www.ps-ge.com-ის წარდგინება. „პოლიტიკის მეცნიერებათა ნავიგატორის“ მიზნებისა და ფუქნციების შესახებ პორტალის ადმინისტრატორმა თეკლა კენტელაძემ ისაუბრა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. აღინიშნა, რომ პორტალი დარგის ძალზე მნიშვნელოვანი შენაძენი და ფასეული საინფორმაციო ბაზაა. მისი მუდმივად განახლებადი სტრუქტურა დიდ სამსახურს გაუწევს როგორც დარგის სპეციალისტებს, ისე სტიდენტებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიული არჩევანის წინაშე დგანან. დაისახა პორტალის შემდგომი გაფართოების ამოცანები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ომარ გოგიაშვილის ინიციატივა განიხილეს პოლიტიკის მეცნიერების დარგის სახელობითი პრემიის შექმნის შესახებ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური მეცნიერებების დარგში მოღვაწე მკვლევრები და ახალგაზრდა სპეციალისტები, ასევე, პროექტის მონაწილე, განმახროციელებელი და დამფინანსებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

იხ. ასევე, ბმულები:

https://www.ps-ge.com/

https://www.youtube.com/watch?v=IGFymnLo7a