შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

AR-22-1495 საგრანტო პროექტის ,,ნადნობების ჰიდროვაკუუმური დისპერგირების უნიფიცირებული დანადგარი სხვადასხვა სახის აქტივირებული ფხვნილების მიღება“ შემაჯამებელი პრეზენტაცია

 

ქ. რუსთავში   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის AR-22-1495 საგრანტო პროექტის -  ,,ნადნობების ჰიდროვაკუუმური დისპერგირების  უნიფიცირებული დანადგარი სხვადასხვა სახის აქტივირებული ფხვნილების მიღება“ ფარგლებში ჩატარდა განხორციელებული სამუშაოებისა და აქტივობების  შემაჯამებელი პრეზენტაცია.   

პროექტი გულისხმობს ისეთი გლობალური მასშტაბის ინოვაციური მეთოდისა და მოწყობილობის შექმნასა და გავრცელებას, რომელსაც დღემდე ანალოგი არ გააჩნია.  მოწყობილობა ახორციელებს ლითონური ნადნობის ვერტიკალურ აწოვასა და დისპერსირებას (დაქუცმაცებას), რის შედეგადაც მიიღება აქტივირებული ლითონური ფხვნილი.

შემუშავებული მეთოდისა და მოწყობილობის უნიკალურობა მდგომარეობს ლითონური ნაწილაკების ფორმირების (კრისტალიზაციის) სრულიად განსხვავებულ პირობებში, ეს გახლავთ ნადნობის ვერტიკალური აჩქარება და მცირე ნაწილაკებად გაფანტვა მაღალი გრავიტაციული გადატვირთვისა და გადაციების (ამორფიზაციის) პირობებში.

პრეზენტაციის პირველ ნაწილში  წარმოდგენილი იყო - ალუმინის სერტიფიცირებული ფხვნილით დნობის მეტალოთერმული პროცესის ექსპერიმენტი.

მეორე ნაწილი დაეთმო - ჩატარებული სამუშაოების ანგარიშს, სადაც წარმოდგენილი იყო  სასაქონლო პროდუქტები, ფოტო და ვიდეო მასალა.

პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის ხელმძღვანელმა, ლითონმცოდნე დავით სახვაძემ.

დავით სახვაძემ  პრეზენტაციაზე აღნიშნა ის ფაქტი, რომ  გრანტის მიმდინარეობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა წარმოდგენილი მოწყობილობისა და მეთოდის საერთაშორისო აღიარება (ამაზე მეტყველებს ინსტიტუტის სახელზე გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატები, დანადგარის ავტორთა ციტირების ინდექსების მნიშვნელოვანი ზრდა, გამოხმაურებები ამ მიმართულებით მსოფლიოში აღიარებული პერსონების მიერ, გამოქვეყნებული პუბლიკაციების ინტერნეტ-ჩამოქაჩვების რაოდენობის ზრდა და სხვა ინტერნეტ-აქტივობები).

პროექტის ფარგლებში დამყარდა სამეცნიერო კავშირები დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და სომხეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ყველა ეს მასალა დოკუმენტური სახით წარმოდგენილი იყო  პრეზენტაციის მიმდინარეობისას.

პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრებიდან გახლდათ:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლალი ბირთველიშვილი, მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის წარმომდგენლებთან  ერთად,  საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე  ნინო ჩიქოვანი,  რუსთავის საკრებულოს მეწარმეთა თავმჯდომარე გოჩა ლორია,  სსტც  ,,დელტას“ და  ასევე  მანქანათა მექანიკის, მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის მიმართულების სამეცნიერო წრეების და შესაბამისი დარგის საწარმოების წარმომადგენლები.