შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

IV საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები"

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები" გაიმართა.

სამდღიან კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მათემატიკის სფეროში ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს როგორიცაა:  უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები, მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა, დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია, ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა.

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105-ე წლისთავს და  თსუ-ს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების 55-ე წლისთავს მიეძღვნა.

მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი კონფერენციები ემსახურება საქართველოსა და უცხოელ მეცნიერებს შორის არსებული სამეცნიერო და პირადი კავშირების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, საშუალებას აძლევს მათ გაცვალონ მოსაზრებები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და სამეცნიერო ინტერესები, პროცესში ჩართონ ახალგაზრდა მკვლევრები და ამით გაზარდონ ჩვენი ქვეყნის მათემატიკოსთა საერთაშორისო ცნობადობა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი პროცესის  ხელშეწყობას ემსახურება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ანალოგიური პროექტები მეცნიერების ყველა სფეროში.