შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ექსტრემალურ ბლაზარებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა რადიოდაკვირვებების მეშვეობით”

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო ფუნდამენტური კვლევების გრანტის FR-21-307 ფარგლებში „ექსტრემალურ ბლაზარებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა რადიოდაკვირვებების მეშვეობით” პრეზენტაცია ჩატარდა.

ბლაზარებში მიმდინარე ექსტრემალური პროცესების შესწავლის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს მრავალსიხშირული გამოსხივების კვლევა, მათ შორის, რადიო-სიხშირეებზე. გამოსხივების დაკვირვებული ცვალებადობა, ასევე რადიო-ინტერფერომეტრული დაკვირვებები საშუალებას გვაძლევენ გამოვავლინოთ რელატივისტურ ჯეტში გავრცელებადი დარტყმითი ტალღები და გავაკეთოთ დასკვნები ჯეტის აგებულების შესახებ. მოხსენებაში წარმოდგენილია  არათანაბარი ბიჯით მიღებული მონაცემების ანალიზის რთული მეთოდები, რომლებიც იქნა გამოყენებული ობიექტებისთვის Mrk 421 და 1ES_0033+595. აგრეთვე მოკლედ  მიმოხილულია რადიო ინტერფერომეტრიით გამოსახულებების კვლევისას გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა.

პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ სრულად: