ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია
შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მობილობა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ მათემატიკოსს, აკადემიკოსს ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 120 წლის თავს.
ექვსდღიან ღონისძიებაში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 200-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა. კონფერენციის მიზანი იყო მათემატიკის სფეროში ბოლო წლებში მიღწეული სიახლეების წარმოჩენა და მათი გაზიარება. კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები სწორედ ინფორმაციის გავრცელებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ემსახურებოდა. აღნიშნული მოხსენებებიდან საუკეთესოები საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Mathematical Sciences” (Springer) გამოქვეყნდება.
ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საერთაშორისო მათემატიკოსთა კავშირი (IMU).
აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქში ისე, რეგიონებში მოღვაწე მეცნიერების მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა როგორც ადგილობრივ ისე, საერთაშორისო დონეზე.