შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად”, საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, კვლევითი საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მახარაძემ, სხვა მონაწილეებთან ერთად, ვრცლად ისაუბრა იმ კვლევებზე, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა და რომლის ძირითადი მიზანიც, საქართველოში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების შესწავლა იყო. კერძოდ, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ინკლუზიური განათლების მიმართ მომავალი და მოქმედი მასწავლებლების დამოკიდებულებები და  უნივერსიტეტების ინკლუზიურობის ხარისხი -  შესწავლილ იქნა ინკლუზიური განათლების მიმართ სამიზნე უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დამოკიდებულებები, ასევე, შესწავლილია ის ბარიერები, რომლებსაც სწავლის პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები ხვდებიან.

 

კვლევა ოთხ სამიზნე უნივერსიტეტში ჩატარდა -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა და მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, ყოველწლიურად ასობით სამეცნიერო პროექტს აფინანსებს. ფონდი მიმდინარე წელსაც, ყველა თაობის მეცნიერს შესაძლებლობას აძლევს თანაბარ კონკურენტულ პირობებში მოიპოვონ დაფინანსება და განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები.