შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გაიმართა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის   „პოლონური იდენტობა ქართულ ბეჭდურ მედიაში (XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე)" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

 გამოკვლევაში ქართული ბეჭდური მედიის ანალიზით წარმოდგენილია პოლონური იდენტობის ისტორია XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე. ეს რთული  პერიოდი განსაცდელის ხანაა ქართველი და პოლონელი ერებისთვის, ორივეს უწევს ბრძოლა იდენტობის შენარჩუნებისთვის.
პროექტის ხელმძღვანელმა,  ისტორიის მეცნიერებათა   დოქტორმა ქეთევან მანიამ,   პროექტის კოორდინატორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა,  პროფესორმა  მარიამ ჩხარტიშვილმა  ისაუბრეს სამეცნიერო პროექტისაქტუალობაზე,  მნიშვნელობასა და მთავარ მიზნებზე. ნაშრომის შესახებ მოსაზრება  და სამომავლო  რეკომენდაციები გამოთქვეს ისტორიის  დოქტორმა, პროფესორმა  ოთარ ჯანელიძემ  და  ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა  ალექსანდრე  დაუშვილმა.  ყურადღება გამახვილდა პრესის, როგორც საისტორიო  წყაროს დამუშავების, კლასიფიკაციისა და  შეჯამების  სირთულეებზე.

მონოგრაფიაში პოლონური იდენტობისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი მასალის განხილვა წარმოდგენილია საზოგადოებრივ აღქმაზე, ღირებულებებზე, მახსოვრობაზე, სიმბოლოებზე დაკვირვებით. გაანალიზებულია ერთმანეთისგან განსხვავებული პერიოდების – საქართველოს დამოუკიდებლობამდე, დამოუკიდებლობისა და საბჭოური პერიოდის მედია-მასალები და წარმოჩენილია ამ მასალის ქართველი მკითხველისთვის  მიწოდების მნიშვნელობა.

წიგნის რედაქტორები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, დავით ყოლბაია.