შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გაიმართა შუალედური კონფერენცია სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის -„საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და მინერალოგიურ-გემოლოგიური) ცოდნა საქართველოს საიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში“

 

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შუალედური კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის - „საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და მინერალოგიურ-გემოლოგიური) ცოდნა საქართველოს საიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში“ - ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება №FR-21-620).

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ქართული და აღმოსავლური საბუნებისმეტყველო შინაარსის ხელნაწერების ინტერდისციპლინურ შესწავლას და ხორციელდება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით.

 

შუალედურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების ამსახველი 6 მოხსენება კონფერენციის პროგრამის შესაბამისად (იხ.შუალედური კონფერენციის პროგრამა).