შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „საქართველოში გავრცელებული ველური საჭმელი სოკოების in vitro კოლექციის შექმნა “ ანგარიშის პრეზენტაცია

 

14 მარტს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფუნდამენტური კვლევითი გრანტების 2021 წლის გამარჯვებული პროექტის „საქართველოში გავრცელებული ველური საჭმელი სოკოების in vitro კოლექციის შექმნა “, საგრანტო ხელშეკრულება (FR-21-308) ფინალური ანგარიშის პრეზენტაცია.

მოხსენება წარადგინა პროექტის ხელმძღვანელმა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და მიკოლოგიისა და მცენარეთა პათოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ნანა ბიწაძემ.

პრეზენტაციის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევების შეჯამება და მომავალი გეგმების გაცნობა აუდიტორიისთვის.

მოხსენების ფარგლებში განხილულ იქნა მაკრო-სოკოების მიკოლოგიური ჰერბარიუმისა და სოკოების კულტურების კოლექციის ისტორია, საჭმელი სოკოების კოლექციებთან დაკავშირებული მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტი და მომავალი ამოცანები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოკოების შტამების კოლექციის კონსერვაციის მნიშვნელობასა და მათ სამომავლო გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მიკოლოგიური ჰერბარიუმის მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდის სახით (https://herbarium.agruni.edu.ge/mushroom/). აღნიშნული პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ჰერბარიუმის ნიმუშები, მიკოლოგიური კოლექციის შტამები და საქართველოში სოკოების თემატიკაზე გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები.

კვლევის მნიშვნელოვან შედეგებს შორის დასახელდა ჰერბარიუმის მონაცემთა ბაზის ბეჭდვითი გამოცემა „საქართველოს მერქნის დამშლელი ველური საჭმელი და სამკურნალო სოკოები“, გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებზე წარდგენილი მოხსენებები. გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიკოლოგიური ჰერბარიუმის საერთაშორისო თანამშრომლობა ვახენინგენის უნივერსიტეტთან.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მეცნიერები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.