შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კრებულის„მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“ პრეზენტაცია

 

19 ივლისს , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კრებულის„მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“ პრეზენტაცია.

კრებული შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგია.

კრებულის შემდგენლები და მთავარი რედაქტორები არიან სტივენ ჯონსი და მალხაზ თორია. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა) წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (წამყვანი ორგანიზაცია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თანამონაწილე ორგანიზაცია) პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ამ სამეცნიერო პროექტზე 2018-2021 წლებში მუშაობდნენ.

შესრულებული კვლევების საფუძველზე 2021 დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის Caucasus Survey-ს სპეციალური ნომერი Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასაბეჭდად მზადდება ამავე ნაშრომების ქართულენოვანი კრებული.

სპეციალურ ნომერსა და კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ. შესაბამისად, ცალკეულ ნაშრომებს შორის ბევრი შეხების და გადაკვეთის წერტილია საკვლევი საკითხების, კონცეპტებისა და თეორიული მიდგომების თვალსაზრისით, რამაც ქართული საისტორიო ცოდნის, კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთმიმართების საინტერესო სურათი წარმოაჩინა.