მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსიის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ შესრულებული და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული #FR-18-718 საგრანტო პროექტის „მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე” დასკვნითი შედეგების პრეზენტაცია.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნათელა ძებისაშვილი (PhD (გეოგრაფია)), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; ივ. ჯავახიშვილისსახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რ. აგლაძის სახ. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველი ფაკულტეტის, ქიმიის მიმართულების დოქტორანტის დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ექსპერტი ნარჩენების სექტორში.
პროექტის კოორდინატორი: ნუგზარი ბუაჩიძე (ქიმიის მეც. დოქტორი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ექსპერტი ნარჩენების სექტორში.
პროექტის ძირითადი შემსრულებელი: გიორგი ბერეჩიკიძე (PhD-სტუდენტი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მომართულების დოქტორანტი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი.
დამხმარე შემსრულებელი: ნარინე არუთინიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე,
პრეზენტაციაში პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა წარადგინა 3 წლის განმავლობაში (2019-2022წწ) ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგები. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციიის, გარემოს დაცვითი ინჟინერიის და ეკოლოგიის დეპარტამენტის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები.