შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მონოგრაფიის პრეზენტაცია თსუ-ში: „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში"

 

2022 წლის 16 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  მონოგრაფიის − „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში" პრეზენტაცია გაიმართა; ავტორები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნი-ერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფე-სორები რამაზ ქურდაძე, ქეთევან მარგიანი, მაია ლომია და ენათმეცნიერების ინსტი-ტუტის მეცნიერი თანამშრომელი ნინო ჭუმბურიძე.

მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ მომზადდა ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა განხორციელდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტში. პრეზენტაციას ავტორებთან ერთად ესწრებოდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, შოთა რუსთავე-ლის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები, მათ შორის იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა და ნიდერლანდების სამეფოდან ლეიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრის ლექტორი დიკ სმაკმანი.

„მონოგრაფია წარმოადგენს მეორე ნაშრომს ქართული და ქართველური ენების შესწავლის მიმართულებით, რომელიც ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უნი-ვერსალურ უარყოფის კატეგორიას ქართველურ ენებში. წიგნი არის ინტერდისციპ-ლინური, მას გამოიყენებენ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების, ასევე მომიჯნავე დარგების სპეციალისტები და სტუდენტები,“ − აღნიშნა ჰუმანიტა-რულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

წიგნის ავტორის, რამაზ ქურდაძის, თქმით, მონოგრაფია მოიცავს ქართველუ-რი ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ქართველ და უცხოელ ავტორთა თეორი-ული ნააზრევის გათვალისწინებით. „კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია სპეცი-ალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგნიციის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქარ-თველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და სინქრო-ნიული მონაცემების გათვალისწინებით,“ − განაცხადა რამაზ ქურდაძემ.