შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი ,,მდინარე მლეთის ხევის კალაპოტის რეგულირება ინოვაციური ღვარცოფსარეგუ-ლაციო ელსატიკური ბარაჟის საცდელ-საექსპერიმენტო კონსტრუქციით“პრეზენტაცია

 

3 მაისს  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) გაიმართა მუშა პროექტის ,,მდინარე მლეთის ხევის კალაპოტის რეგულირება ინოვაციური ღვარცოფსარეგუ­ლაციო ელსატიკური ბარაჟის საცდელ-საექსპერიმენტო კონსტრუქციით“პრეზენტაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტისა და ააიპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის ერთობლივი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი საგრანტო პროექტის (AR-18-1244) „ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი“ ფინანსური მხარდაჭრით.

პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის კოორდინატორმა, აკადემიკოს გივი გავარდაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იოსებ ბუქური. აგრეთვე საგრანტო პროექტის შემსრულებელები: ინგა ირემაშვილი, თამრიკო სუპატაშვილი, გიორგი ნატროშვილი.

პრეზენტაციის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან  მდინარე მლეთის ხევის კალაპოტში ტრანზიტული ნაწილის შუალედში ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის დროებითი საცდელ-საექსპერიმენტო კონსტრუქციის მოწყობის ნებართვის მიღების. აღნიშნული კონსტრუქციის მოწყობა მდინარე ქვემო მლეთის ხევის კალაპოტში საშუალებას მოგვცემს დაიცვას არამარტო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ასევე სოფელ ქვემო მლეთის მოსახლეობა ღვარცოფების დამანგრეველი მოქმედებისაგან.

პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა მერიის წარმომადგენლების მხრიდან და შემდგომ ამოცანად დაისახა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა, ერთობლივი შეთანხმება და პროექტის განხორციელება.