შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

პროექტის „ინტეგრაცია და იდენტობა“ შედეგების პრეზენტაცია

2019  წლის 23 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ინტეგრაცია და იდენტობა“ შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

პროექტის ხელმძღვანელი - მზია ჩიხრაძე, ჯგუფის წევრები: ქეთევან შავგულიძე, მარიამ შერგელაშვილი, მარიტა სახლთხუციშვილი, ლანა ქარაია.   

პროექტი მოიცავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანების შემოქმედების ანალიზს, მათი როლის განსაზღვრას როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ სახელოვნებო კონტექსტში ინტეგრაციისა და თვითიდენტიფიკაციის პროცესების ფონზე.