პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია
23 მარტს ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლაში გაიმართა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტის „სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი წარმოშობის გოგირდოვანი წყლების ჰიდროქიმიური კვლევა“ შემაჯამებელი პრეზენტაცია. პროექტში მონაწილეობდნენ ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-8-მე-11 კლასების მოსწავლეები.
პროექტის მიზანია ბუნებრივი წყლების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის ხელშეწყობა; მისი ხელმძღვანელია პროფესორი ციცინო თურქაძე, თანახელმძღვანელი- ქიმიის წამყვანი მასწავლებელი რუსუდან არზიანი.