შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის ,,უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეების შესწავლა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე” შედეგების წარდგენა

 

30 იანვარს საქართველოს  აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის “უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეების შესწავლა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე”  შედეგების წარდგენა.

პროექტის ხელმძღვანელმა,  სატყეო საქმის დოქტორმა, აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა,  გიორგი ქავთარაძემ ისაუბრა სამეცნიერო პროექტის აქტუალობაზე,  მიზნებსა და კვლევის  მნიშვნელოვან  შედეგებზე.

კვლევის მიზანი იყო უცხო,  პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეების საველე იდენტიფიკაცია, მათი ბიოეკოლოგიური მდგომარეობისა და გავრცელების ხასიათის შესწავლა, მათი გავლენის და ინვაზიურობის ხარისხის შეფასება ადგილობრივი ტყის მაღალი კონსერვაციული ღირებულების ჰაბიტატებზე (HCVF), რომელიც მოქცეულია საქართველოს დაცული ტერიტორიების ფარგლებში. კვლევის მიზნების მიღწევამ, თავის მხრივ,  შესაძლებელი გახადა საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის და მოქმედებათ აგეგმის B.2. ეროვნული მიზნის მიღწევა დაცული ტერიტორიების ნაწილში, რაც გულისხმობს: ,,2020 წლისთვის შეფასებულია უცხო ინვაზიური სახეობების მდგომარეობა და მათ მიერ გამოწვეული საფრთხეები“.