შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სემინარი „ბიბლიის კვლევები ციფრულ სამყაროში“

 

 

10 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული  პროექტის  „მცირე  წინასწარმეტყველთა წიგნების ძველი ქართული თარგმანები (ტექსტის გამოცემა, გამოკვლევა)“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ბიბლიის კვლევები ციფრულ სამყაროში“. 

თეოლოგიის დოქტორმა, პროექტის უცხოელმა კონსულტანტმა, ფელიქს ალბრეხტმა, წარმოადგინა მოხსენება „როგორ გავერკვეთ ტრადიციაში: გიოტინგენის კოლაციონირების რვეულები და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ტექსტის ტრანსმისია“.

პროექტის ხელმძღვანელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,  ანა ხარანაულმა, ისაუბრა იმ დიდ შესაძლებლობებზე, რომელთაც ხელნაწერისა და ტექსტის დამუშავების ციფრული საშუალებები ქმნის ძველი  ტექსტების, და მათ შორის,  ბიბლიის სხვადასხვა წიგნის ქართული თარგმანების გამოსაკვლევად.

ფილოლოგიის  დოქტორმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მკვლევარმა, ნათია მიროტაძემ; პროექტის კოორდინატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დოქტორანტმა, ლალი ვაშაყმაძემ და პროექტის მონაწილემ, დოქტორანტმა თამარ მაგრაქველიძემ, წარმოადგინეს პრეზენტაცია „მცირე წინასწარმეტყველთა ძველი ქართული თარგმანის  ტრანსმისიის თავისებურებანი და კოლაციონირების სირთულეები“.

პროექტის –  „მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ძველი ქართული თარგმანები (ტექსტის გამოცემა, გამოკვლევა)“  – მიზანია მცირე წინასწარმეტყველთა ქართული თარგმანის გამოცემა და გამოკვლევა. ამასთან, გამოცემის ფორმატი უზრუნველყოფს, რომ მან სხვადასხვა მეცნიერული ინტერესი დააკმაყოფილოს, გამოკვლევა კი ქართულ თარგმანს სეპტუაგინტას ტექსტის ისტორიის კონტექსტში განიხილავს და მის ენასა და თარგმანის ხასიათს ქართული ენის ისტორიული განვითარების საერთო სურათში მოაქცევს.