შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სემინარი „საზოგადოება, მკურნალი, პაციენტი: ტრადიციული ქართული სამედიცინო სისტემის სოციოკულტურული ასპექტები და თანამედროვეობა“ და ამავე სახელწოდების წიგნის წარდგენა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით [FR-19-8876] გათვალისწინებული დასკვნითი სამეცნიერო სემინარი „საზოგადოება, მკურნალი, პაციენტი: ტრადიციული ქართული სამედიცინო სისტემის სოციოკულტურული ასპექტები და თანამედროვეობა“ და ამავე სახელწოდების წიგნის წარდგენა.

ფუნდამენტური სამეცნიერო საგრანტო პროექტი მიმდინარეობდა 2020-2024 წლებში და მიზნად ისახავდა ტრადიციული მედიცინის სოციოკულტურული ასპექტების წარმოჩენას, საზოგადოების, მკურნალისა და პაციენტის/ავადმყოფის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას, მკურნალისა და პაციენტის სოციალური როლის განსაზღვრას.

კვლევის არეალად შერჩეული იყო საქართველოს ორი რეგიონი, მკვეთრად განსხვავებული ბიოგეოგრაფიული არეალი: აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მდებარე ხევი და დასავლეთ საქართველოს დაბლობზე გაშლილი - ქვემო იმერეთი, რამაც შესაძლებლობა მისცა მკვლევრებს, რომ გამოვლენილიყო ამ ორ განსხვავებულ გეოგრაფიულ გარემოში მცხოვრებ საზოგადოებაში ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული მსგავსება - განსხვავებანი.

კვლევის შედეგები ასახულია მონოგრაფიაში, რომელიც მოიცავს ოთხ თავს, შესავალსა და დასკვნას. თან ერთვის ფერადი ილუსტრაციები. წიგნის ავტორები არიან: პროექტის ხელმძღვანელი, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნ. მინდაძე, ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები ნ. ჩირგაძე და ლ. ნებიერიძე, თსუ ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები ე. ჭელიძე და თ. ანთაძე.

სამეცნიერო შეხვედრას ესწრებოდნენ: წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, თსუ ეთნოლოგია/ანთროპოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ქ. ხუციშვილი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლ. მელიქიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელძღვანელი, ისტ. მეცნ. დოქტ. ე. ნადირაძე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების გამგე ისტორიკოსი მ. სურგულაძე, ამავე ცენტრის თანამშრომელი ე. გოგიჩაიშვილი, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები, თსუ დოქტორანტები, მაგისტატები, ბაკალავრიატის სტუდენტები, მოწვეული პედაგოგები.