შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წიგნის –" ბორდერიზაცია და ქართულ-ოსური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონში" პრეზენტაცია

 

16 მაისს თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა წიგნის –" ბორდერიზაცია და ქართულ-ოსური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონში", პრეზენტაცია. მონოგრაფია გამოიცა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის —„რუსეთის მცოცავი ოკუპაციის ზონაში მოქცეული სოფლების ყოფის” (FR-18-10229) ფარგლებში.  პროექტი განხორციელდა კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო კკვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ნაშრომის ავტორები არიან:   ნათია ჯალაბაძე, პროექტის ხელმძღვანელი, ეთნოლოგი, ისტორიის დოქტორი; ლავრენტი ჯანიაშვილი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ნიკა ლოლაძე, პროექტის კოორდინატორი, საზოგადოებრივი გეოგრაფი, სოციალურ და კულტურულ მეცნიერებათა დოქტორი.

მონოგრაფიაში შესწავლილია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ზოლის ბორდერიზაციის შედეგად დაზარალებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მიმდებარე - გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლების ყოფა და ქართულ-ოსური ურთიერთობის მიმართულებით არსებული პრობლემები. ყურადღება გამახვილებულია ბორდერიზაციაზე, როგორც რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ერთ-ერთ ასპექტზე. ნაშრომში, ბორდერიზაციის მრავალგანზომილებიანი ზემოქმედება ეთნოლოგიური და საზღვრის კვლევების ინტერდისციპლინური თეორიული პრიზმიდან  არის შესწავლილი. წიგნში  ბორდერიზაცია წარმოდგენილია, როგორც ყოველდღიურად განცდილი პროცესი, მოთხრობილი და გააზრებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. წარმოჩენილია, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა გამყოფ ზოლს და რა როლი აქვს მას ქართულ-ოსური ურთიერთობის დინამიკაში.  

წიგნის განხილვას ესწრებოდნენ, როგორც აკადემიური წრეების, ისე ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. წიგნის ავტორებმა ისაუბრეს ნაშრომის შექმნის წინაპირობებზე  და მის მთავარ გზავნილებზე.  მოისმინეს წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტის, როლანდ თოფჩიშვილის  გამოსვლა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ნაშრომს და გამოთქვა აზრი  მისი   რუსულ ენაზე თარგმნის  საჭიროების შესახებ;  აზრი გამოთქვეს   მომხსენებლებმაც მომხენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს, მოისმინეს  მათი შეფასება, სურვილები და შენიშვნები.