შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი

 “ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი“  წარმოადგენს სისტემატიზირებულ სამეცნიერო ნაშრომს, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის -  ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით      № AR/176/3-220/14 შედეგს, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით .

  • პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი -  ნინო  დოლიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • სამეცნიერო ჯგუფის წევრები:

მერაბ დათუაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ;

ირინა უგრეხელიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ირინე ჩარკვიანი  - აკადემიური დოქტორი ( აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი );

ქეთევან ჩირგაძე --აკადემიური დოქტორი ( აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი );

ლია ლურსმანაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;

გულიკო კვანტიძე - აკადემიური დოქტორი,  საქართველოს ეროვნული  მუზეუმის კოლექციების უფროსი კურატორი.

პროექტში მონაწილეობდა  - შორენა ჩაფიძე , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი.

სისტემატიზირებული ნაშრომი ქართული ეროვნული სამოსის შესახებ ავტორთა ჯგუფის მოკრძალებული წვლილია ქართული ეროვნული სამოსის შესწავლისა და მომავალი თაობებისათვის გადაცემის საქმეში. მასში უძველესი წერილობითი წყაროების, იკონოგრაფიული მასალების, საქართველოს მუზეუმებში დაცული ქართული ეროვნული სამოსის კოლექციებისა და სამეცნიერო შრომების ანალიზის საფუძველზე განხილულია, ქართული ეროვნული სამოსის  ჩამოყალიბების პროცესი  უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, მოცემულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის სახეობები, ფორმები და მათი შედარებითი ანალიზი, აღწერილია სამოსის დამზადებისათვის გამოყენებული მასალები, მათი დამზადების უძველესი ხალხური ტრადიციები და შემკულობა. აღსანიშნავია, რომ ცნობარში ავტორთა ჯგუფის მიერ პირველად არის წარმოდგენილი ეროვნული სამოსის კონსტრუქციები და ტექნოლოგიური დამუშავების სქემები, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისათვის მათი უცვლელი, პირვანდელი სახით გადაცემის საქმეში. ნაშრომს თან ერთვის ქართული ეროვნული  სამოსის ტერმინთა ილუსტრირებული, განმარტებითი ლექსიკონი.

    ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი წარმოდგენილია  ქართულ და ინგლისურ ენებზე, შესაბამისად ის ინფორმაციული ხასიათისაა  ქართული მატერიალური კულტურით დაინტერესებული როგორც ქართველი, ისე უცხოელი საზოგადოებისათვის.

 წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????