შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს მოწყვეტილი კუთხეების და XVII-XIX საუკუნეების გადასახლებულ ქართველთა ხალხური მუსიკის შესწავლის პრობლემები

SP-19-313 გრანტის ფარგლებში გამოცემული წიგნის ანოტაცია.

მონოგრაფია, რომელშიც განხილულია თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ქართველთა ხალხური მუსიკა, დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ. მისი ავტორი ეთნომუსიკოლოგია, რომელმაც 2018 წელს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის წოდება მოიპოვა. ავტორი 2010 წლიდან იკვლევს და სოფელ-სოფელ მოხუცებისგან იწერს საქართველოს მოწყვეტილი მხარეების ლაზეთის, შავშეთის, ტაოს, კლარჯეთისა და საინგილოს ხალხურ სიმღერებს და დასაკრავებს. წიგნში განხილულია ყველა ჟანრის (საქორწინო, ბავშვის დასაძინებელი, სამგლოვიარო და. ა.შ.) სიმღერა და დასაკრავი. აგრეთვე საუბარია მრავალხმიანობაზე, საკრავების დამზადების წესზე, ვოკალური მრავალხმიანობის დაკნინებასა და დაკარგვაზე, ფარულ მრავალხმიანობაზე და ხოგადად ჩვენებურების მუსიკალურ ფოლკლორთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. წიგნს თან ერთვის კომპაქტდისკი, რომელშიც 279 აუდიო და 49 ვიდეო ნიმუშია ჩაწერილი. მონოგრაფია საქართელოს მოწყვეტილი მხარეების ხალხური მუსიკსი შესახებ ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში წარმოადგენს პირველ გამოკვლევას.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????