შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსს

 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
(საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა; 
 ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

 

სტაჟირება  უნდა განხორციელდეს   2023 წლის 1 ივნისიდან -  30 ნოემბრის პერიოდში.

 

 საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

კონკურსის წინაპირობები:

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:

პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს
DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში.

 

 

ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:

ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2) 
გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3) 

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

კონკურსის გამოცხადება: 15 მარტი

ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრები:  

20 მარტს, 16:00 საათზე  (zoom-ის ბმული ორშაბათს დილით დაიდება)  

21 მარტს, 16:00 საათზე

 

ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში;


DAAD-
ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა:   5 აპრილი, 2023 /  23.00 სთ

 

ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 აპრილი,  16:00 საათის ჩათვლით;

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:  

DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი:

ნინო ანთაძე 

თამარ ლაცაბიძე

ტელ.: 2 920 926

info@daad-georgia.org

 

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს:

რუსუდან ჯობავა

599 215490   (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში).

მარიამ მოსიაშვილი

599  521060  (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში).

daad@rustaveli.org.ge

 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!