შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

არქიტექტურის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი - მარიამ მენაბდე

 

 

მარიამ მენაბდე 2020 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ქართულენოვანი არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი და ასევე ინგლისურენოვანი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, რომელმაც 2022 წელს საქართველოში პირველმა აიღო ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო RIBA (Royal Institute of British Architects) კანდიდატის სტატუსი.

https://www.architecture.com/education-cpd-and-careers/riba-validation/international-validated-schools

 

მარიამ მენაბდე ასევე კითხულობს ლექციებს არქიტექტურის პროგრამაზე. „ინტერიერის დიზაინი“ და „შესავალი სპეციალობაში“.

2018 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია თემაზე

„ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაცია“. სადოქტორო ნაშრომმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც მედიის ასევე საზოგადების მხრიდან. ამ თემის გარშემო გამოცემულია არაერთი სამეცნიერო სტატია.