შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - თინათინ სადუნიშვილი

 

„სიკეთე, კეთილსინდისიერება, ობიექტურობა. წარმატება მიზანსწრაფულობასთან ერთად განაპირობა პასუხისმგებლობის გრძნობამ.“

 

თინათინ სადუნიშვილი

 

 

 

 

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  აკადემიკოსი 2015.

 

თინათინ სადუნიშვილი დაიბადა 1952 წლის 22 დეკემბერს ქ. თბილისში.

1975 წ. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი; 1987 წ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები; 1996 წ. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების დეპარტამენტი – ბიოტექნოლოგია და კვების ტექნოლოგიის სპეციალობით.

თ. სადუნიშვილმა 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ლიმონის მალატ - და გლუტამატდეჰიდროგენაზების თვისებები", ხოლო 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ამონიუმის ასიმილაციის ძირითადი მეტაბოლური გზები უმაღლეს მცენარეებში".

თ. სადუნიშვილი იყო 1974-1978 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის (მაშინდელი მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი) უფროსი ლაბორანტი; 1978-1985 წწ. უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1986 – 1994 წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1996 წწ. წამყვანი

 

მეცნიერ-თანამშრომელი. 1994 - 2004 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრის პროფესორი; 1996 - 2005წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

თ. სადუნიშვილი 2005 წ. არის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აზოტის ასიმილაციისა და ფიქსაციის ფერმენტების ლაბორატორიის ხელმძღვანელი (2011 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შემადგენლობაშია); 2013 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

თ. სადუნიშვილის მეცნიერული ინტერესების სფეროა: აზოტის შეთვისება და მეტაბოლიზმი მცენარეებში. აზოტისა და ენერგეტიკული ცვლის ფერმენტების ფიზიკო- ქიმიური თვისებები, კინეტიკა და რეგულაცია. მას დადგენილი აქვს ამონიუმის პირველადი ასიმილაციისა და ჭარბი ამონიუმის დეტოქსიკაციის გზები უმაღლეს მცენარეებში. შესწავლილი აქვს მცენარის უჯრედის ჰომეოსტაზი და რეორგანიზაცია გარემოს დამბინძურებელი ორგანული ტოქსიკანტების გავლენით; მცენარეთა ადაპტაციის მექანიზმები; დამჟანგველი, კონიუგაციისა და ძირითადი მეტაბოლიზმის ფერმენტების როლი მცენარის სტრესებისადმი ადაპტაციასა და დეტოქსიკაციურ პროცესებში. მის ნაშრომებში პირველადაა ნაჩვენები ნორმალური მეტაბოლიზმის ფერმენტების მონაწილეობა ორგანული ტოქსიკანტების გაუვნებელყოფაში. შემუშავებული აქვს ბიოქიმიური კრიტერიუმები მიკრო-ორგანიზმებისა და მცენარეების შესარჩევად ბიო და ფიტორემედიაცულ ტექნოლოგიებში გამოსაყენებლად; მნიშვნელოვანია საქართველოს მრავალფეროვანი მიკრო-ორგანიზმების, მათ შორის ექსტრემოფილების კვლევა ახალ ბიოტექნოლოგიებში გამოსაყენებლად. შესწავლილი აქვს ფიტოპათოგენების ვირუსები; მცენარე-ფიტოპათოგენი-ბაქტერიოფაგის ურთიერთობა სტრუქტურულ-ფუნქციურ დონეზე; შემუშავებულია მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო ბიოლოგიური მეთოდები.

თ. სადუნიშვილს 2008 წ. მიღებული აქვს 5 პატენტი P4860.

თ. სადუნიშვილი 23 საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის მონაწილე და ხელმძღვანელია.

მონაწილეობდა მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ გამოფენაში - "ინოვაციური და მეცნიერებატევადი პროდუქციის ნიმუშები" 2015 წლის 1 ივნისი;

თ. სადუნიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული 60-მდე სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციაში. აღსანიშნავია მისი ორგანიზაციული საქმიანობა.

International Conference on Food and Biotechnology ICBF 2014, Tbilisi (Georgia) on September 11-12, 2014. საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. http://www.biopartners-dibb.ge

The International Summer School for Young Scientists "Enhancing Health Promoting Compounds in Food", Bazaleti Training center on September 8-10, 2014. საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. http://www.biopartners-dibb.ge

BIOPARTNERS Networking Session, VITICULTURE AND  OENOLOGY IN GEORGIA, May,

2014 Friday, 30, Murcia, Spain, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. თ. სადუნიშვილი არის:

 

საქართველოს და ევროპის FEBS (Federation European Biochemical Society) ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების წევრი 1975;

AEHS (The Association for Environmental Health and Sciences) წევრი 2005-2006; EFB – ევროპის ბიოტექნოლოგთა ფედერაციის წევრი 2004;

საქართველოს ჯანდაცვის ცენტრის ბიოქიმიის პანელის წევრი, 2001-2001; European Plant Protection Organization (EPSO) წევრი 2014 ;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან მოქმედი "სამეცნიერო-ტექნოლოგიური წინადადებების ექსპერტიზისა და პერსპექტივების განმსაზღვრელი კომისიის" წევრი 2014;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრი 2014;

Journal of Agrarian Science სარედაქციო საბჭოს წევრი 2015;

აზიის მეცნიერებათა აკადემიებისა და საზოგადოებების ასოციაციის (AASSA) მეცნიერებისა და ინჟინერიის ქალთა სპეციალური კომიტეტის (WISE) წევრი, 2017 .

საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის თანადამფუძნებელი 2018 .

თ. სადუნიშვილს მიღებული აქვს:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი ბიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გაეროს მიერ დაარსებული მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 2017;

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელი 2018.

საქართველოს ეროვნული პრემია. 2020.

 

თ. სადუნიშვილი არის 200-მდე სხვადასხვაენოვანი (ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული) სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

მათ შორისაა:

 

Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants. Basis of Phytoremediation, Springer, (თანაავტორი), 2006.

Sadunishvili T., Kvesitadze E., Kvesitadze G. Xanthomonas vesicatoria specific virus and its potential to prevent tomato bacterial spot disease. Chapter in: Nanotechnology to Aid Chemical and Biological Defence. T.A. Camesano Ed., Springer,The Netherlands, 2015. 333-372.

Kvesitadze E., Urushadze T., Sadunishvili T., Kvesitadze G. Industrial Engineering. In: EBTNA Text Book. Current Biotechnology and Applications. 2015, 105-140.

Метаболизм Антропогенных Токсикантов в Высших Растениях. Москва, Наука, (თანაავტორი),2005.

მცენარე ჯანმრთელი გარემოსათვის, ბათუმი, პაპუნიძე ი., ხატისაშვილი გ., სადუნიშვილი თ. 2005.

საველე ნიადაგმცოდნეობა (ერთ-ერთი შემდგენელი) რედაქტორები: გიორგი კვესიტაძე და თენგიზ ურუშაძე. თბილისი, 2016.