შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - მზექალა შანიძე

„ირონია, ხუმრობა საკუთარი თავის მიმართ, ძალიან კარგი რამ არის. . .

მეცნიერება და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ გამორიცხავს ხუმრობასა და იუმორს“. . .

„ვინ თქვა, რომ დავბერდი და აღარ ვვარგივარ, მეათე ათეულს ვიწყებ მე ჯერ,

ინტერნეტ სივრცეში ჩიტივით დავფრინავ, მეგობარ-ნაცნობებს იმეილს ვწერ,

ფულიან საქმაროს თუ სადმე წავაწყდი, ვერ გამექცევა, იცოდეთ, ვერ. . . „

 

„ყველა თაობის იდეა უნდა იყოს ის, რომ, რადგან ადამიანად არის გაჩენილი, იცხოვროს, როგორც ადამიანმა და გააკეთოს მაქსიმუმი იმისა, რისი გაკეთებაც შეუძლია. მაღალ იდეებზე მსჯელობა რა თქმა უნდა კარგია.

ადამიანს რაღაც მაღალი იდეალი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ნაკლებად არის საჭირო.

ადამიანის იდეალი უნდა იყოს სამშობლოს სიყვარული, თავის საქმის, თავის ერის სიყვარული. მაგრამ კი არ უნდა ილაპარაკოს ამის შესახებ.

უნდა მოქმედებდეს და ყოველმა კაცმა ის უნდა გააკეთოს რაც შეუძლია.“

 

მზექალა შანიძე

 

 

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აკადემიკოსი 2013 წ.

მზექალა შანიძე დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს ქალაქ თბილისში ცნობილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის ოჯახში.

მზექალა შანიძე 1943 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1945 წელს გამოეყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც სემიტური ენების ჯგუფში სწავლობდა.

1948 წ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მ. შანიძე გახდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ასპირანტი სემიტური ენების სპეციალობით. ასპირანტურის ორი წელი გაატარა სანკტ-პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში), სადაც ცნობილი მეცნიერების ლექციებს ისმენდა. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ფარინგალური ბგერების საკითხისათვის ძველ ებრაულ ენაში", ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები", რომელიც 1979 წ. წიგნად გამოქვეყნდა.

მ. შანიძე 1952-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს შემდეგ სპეციალობებში: ძველი ებრაული ენა, სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკა, ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია.

მ. შანიძემ 1953 წელს მუშაობა დაიწყო ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია აბულაძე, ჯერ უმცროს მეცნიერ, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომლად; 1958-1968 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1968-2002 წწ. იყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2002-2006 წწ. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მთავარი კონსულტანტი; 1952-

1958 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიისა და ძველი ქართული ენის კათედრების თანამშრომელი; მოგვიანებით კი დოცენტი (1958-1981); 1981- 2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი, 1983 წლიდან დღემდე ლაბორატორია „ორიონის” ხელმძღვანელი; 2006 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის საბჭოს მრჩეველი. პროფესორი - ემერეტუსი 2012 წლიდან. არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად 2016 წელს.

მ. შანიძე ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების შესასწავლად სამჯერ (1996, 2002, 2009 წწ.) იმყოფებოდა წმ. ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე და არის თანაავტორი (ზ. ალექსიძესთან, ლ. ხევსურიანთან და მ. ქავთარიასთან ერთად) სინის ახლადაღმოჩენილ ხელნაწერთა სამენოვანი კატალოგისა, რომელიც   ათენში   2005   წელს   გამოქვეყნდა. მისივე ნათარგმნია კატალოგის მთლიანი ინგლისური ტექსტი. პროფესორი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შვეიცარიულ-ქართული პროექტის – იაკობის ჟამის წირვის ქართული თარგმანის უძველესი ტექსტის და ბელგიურ-ქართული პროექტის – გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების განხორციელებაში. მისი რედაქტორობით ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად აღიარებული აკაკი შანიძის „ხალხური პოეზია“ ხელმეორედ გამოიცა.

 

მზექალა შანიძე არის:

საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე 2010 წლიდან. თბილისის საპატიო მოქალაქე 2015 წ.

 

მზექალა შანიძეს მიღებული აქვს:

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი 1986 წ.; შრომის ვეტერანის მედალი 1987 წ.; აკაკი შანიძის სახელობის პრემია 1990 წ.; ღირსების ორდენი 1996 წ.;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია 2010 წ.. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია 2013 წ.; ღირსების ორდენი 2015 წ.;

ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი 2016 წ.;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გაეროს მიერ დაარსებული მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2017 წ.;

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელი 2018 წ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრწყინვალების ორდენი 2019 წ.

თამარ მეფის ორდენი „ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვი- დრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“ 2021 წ.

 

მ. შანიძეს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. ნაწილი მისი ნაშრომებისა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვ.).

 

მათ შორისაა:

ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები, თბილისი, 1960 წ.;

ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები , თბილისი, 1979 წ.;

სიტყუაი ართრონთათვს: ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი, თბილისი, 1990 წ.; ცხორებაჲ მეფეთ–მეფე დავითისა, თბილისი, 1992 წ.;

Синайская литературная школа. Православная энцикло-педия, т. 13, Москва, სტატია. 2006

 

Грузинский язык. Православная энциклопедия, т. 13, Москва, 2007 г.;

ერთი     ადგილის    გაგებისათვის     თამარის     მეორე    ისტორიაში,         წიგნში    „მარიამ ლორთქიფანიძე - 85“ თბილისი, 2007 წ.;

რუის-ურბნისის კრების დადგენილებათა ერთი დეტალი. გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, # 3. თბილისი, 2007;

 

Vazha-Pshavela und die Georgische Literatur. Würzburg, Königshausen und Neumann V სტატია წიგნში: Vazha-Pshavela. Fünf Essays, 2007;

Жизнь царя царей Давида. Перевод древнегрузинского текста (XI საუკუნის ტექსტის თარგმანი კომენტარებით). წიგნში «Картлис Цховреба», История Грузии. 2008 г.;

ცხორებაჲ   მეფეთ-მეფისა    დავითისი.    კრიტიკულად   დადგენილი   ძველი    ქართული ტექსტის მონოგრაფიული პუბლიკაცია. წიგნში: „ქართლის ცხოვრება“, თბილისი, 2008 წ.;

ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი, კრიტიკულად დადგენილი ძველი ქართული ტექსტის მონოგრაფიული პუბლიკაცია. წიგნში: „ქართლის ცხოვრება,“ თბილისი, 2008 წ.;

ქართული ფსალმუნის სიმფონია: მასალები ადრეული ვერსიებისათვის და გიორგი მთაწმინდლისეული რედაქციის სიმფონია, თბილისი, 2010 წ..

ქართული ხელნაწერი სინის მთიდან, გერმანიაში, იენა, 2015;

კვლევა პაპირუსის ფსალმუნის შესახებ, გელათის მეცნიე-რებათა აკადემიის შრომები, 3, თბილისი, 2017 წ.