შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გურანდა ჭელიძე - ისტორიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

 

გურანდა ჭელიძე დაიბადა 1971 წლის 4 ივლისს ქ. თბილისში.

1977-1988 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლაში.

სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1993 წელს და მიენიჭა ისტორიკოსის, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. გურანდა ჭელიძემ 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია,  1999 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

გურანდა ჭელიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საქართველოსა და ევროპის ისტორია, ევროინტეგრაცია და საერთაშორისო ურთიერთობები.

მრავალფეროვანია მისი სამუშაო გამოცდილება: ისტორიის მასწავლებელი ქ. თბილისის 34-ე საავტორო სკოლაში, 1998-2006 წლებში იყო თსუ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის მოწვეული სპეციალისტი, 1996-2006 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი, 2002-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 2013-2017 წლებში მუშაობდა შპს „ევროპულ სკოლაში“ დირექტორის მოადგილედ სასწავლო და ინოვაციების დარგში. 2001 წლიდან დღემდე მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებული პროფესორია, ამავდროულად არის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი; ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი,  2020 წელს და 2022 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი.  

 

გურანდა ჭელიძე არის 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი საქართველოსა და ევროპის ისტორიაში, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი და მონაწილე, აქვს საგრანტო პროექტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის კავკასიის უნივერსიტეტის Tempus და Erasmus+ პროექტების მონაწილე, მათ შორის ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ თანაავტორი, კოორდინატორი და ექსპერტი; ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ექსპერტი; ჟან მონეს მოდულის „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია“ ექსპერტი, ჟან მონეს პროფესორი; ტემპუსის პროგრამის „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობა“ ექსპერტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. აქვს ევროინტეგრაციის სფეროში ტრენერად 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

გურანდა ჭელიძე არის არაერთი გამოცემის რედაქტორი, სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემის სამეცნირო საბჭოს წევრი უცხოეთში.