შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ია ფიფია - სრული პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

 

 

ია ფიფია - სრული პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერისტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, მუშაობს მცენარეთა გენომიკის სფეროში. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ქართული და მსოფლიო ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნების კვლევას, ქართული ვაზის როლისა და მნიშვნელობის დადგენას მსოფლიო მევენახეობის ისტორიაში. ი.ფიფია მიეკუთვნება ქართველი მეცნიერების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელმაც განახორციელა სრულიად უნიკალური პროექტი - ქართული ვაზის ოთხი ჯიშის - ჩხავერის, საფერავის, მესხური მწვანესა და რქაწითელის გენომის სრული სეკვენირება. აღნიშნული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მევენახეობისა და მეღვინეობის აკვნად მიიჩნევენ. ი.ფიფიას გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე (მათ შორის, როგორც მთავარი მომხსენებელი და ვორკშოპის მომხსენებელი). მუშაობდა აშშ-სა და ისრაელის წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში. გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ი.ფიფია აქტიურადაა ჩართული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო პროცესში.