შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელი - ეკა კაველიძე

 

ეკა კაველიძე დაიბადა 1989 წლის 19 მაისს, თბილისში. 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2012 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა, საჯარო სამართლის მიმართულებით.

2017 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - „უნდობლობის ვოტუმის კონსტიტუციური მექანიზმი საქართველოში“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2017 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და სამეცნიერო საბჭოს წევრი. ხოლო 2022 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას. ასევე, არის ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის საბჭოს წევრი. გარდა აკადემიური თანამდებობისა, არის მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

გარდა სალექციო საქმიანობისა, ეკა კაველიძე 2016 წლიდან ატარებს ტრენინგებს საჯარო სამართლის მიმართულებით. 2019 წლიდან დღემდე არის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი და ატარებს ტრენინგებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის. სხვადასხვა დროს იყო ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის, ა(ა)იპ იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის და სხვა ორგანიზაციების ტრენერი.

2013 წლიდან ეწევა პედაგოგიურ-სასწავლო/აკადემიურ საქმიანობას და სხვადასხვა დროს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი, როგორც ასოცირებული პროფესორის, ასევე მოწვეული ლექტორის რანგში.

გარდა სამეცნიერო-სასწავლო საქმიანობისა, ეკა კაველიძეს აქვს პროფესიული სამუშაო გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორებში. 2010 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში, 2014-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების განყოფილებაში, ხოლო 2017-2019 წლებში იყო სს საქართველოს ბანკის იურიუდიული დეპარტამენტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ჯგუფის იურისტი.

ეკა კაველიძეს 2013 წლიდან დღემდე გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი/სემინარი/სამუშაო შეხვედრა როგორც პროფესიული, ასევე სამეცნიერო მიმართულებით, მათ შორის სწავლების მეთოდების, რეგულიერბის გავლენის შეფასების, საკანონმდებლო ტექნიკის, პერსონალური მონაცემების დაცვაზე, საჯარო მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, ეფექტური კომუნიკაციის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, სილაბუსის შემუშავება/შეფასების, ინტერაქციული ლექციის, სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში და ა.შ.

2014 წლიდან დღემდე აქვს პუბლიკაციები საჯარო სამართლის მიმართულებით, როგორც სტატიები, ასევე კონფერენციის მოხსენებები, არის რამდენიმე მონოგრაფიის რედაქტორი და პერიოდული გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ არაერთ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროექტში, მათ შორის ჟიურის, მოსამართლის, არბიტრის, შემფასებლის, ორგანიზატორის რანგში.

არის არაერთი სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რეცენზენტი/შემფასებელი და კომისიის წევრი. 

2013 წელს გაიმარჯვა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების პირველ საგრანტო კონკურსში. აღნიშნული გამარჯვებისთვის, 2014 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი.  2014 წლიდან დღემდე არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2021 წლიდან დღემდე კი აკრედიტაციის ექსპერტი და ICON.S საქართველოს დამფუძნებელი და მრჩეველთა საბჭოს წევრი.

 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.