შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ირინე ბოხაშვილი

ირინე ბოხაშვილი

მობ.: 593100664

ელ-ფოსტა: ibokhashvili@cu.edu.ge

1993-1999წწ. ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართლალმცოდნეობა. ამავე უნივერსიტეტში დავამთავრე ასპირანტურა სისხლის სამართლის პროცესის სპეციალიზაციით (2000-2002 წწ.) და 2004 წელს წარმატებით დავიცავი სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო წესით განხილვის პრობლემები“, პროფესორ აპოლონ ფალიაშვილის ხელმძღვანელობით. 2011-2012 წწ. ვიყავი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის „Fulbright”-ის მონაწილე (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ). 2007-2011 წწ. ვხელმღვანელობდი იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის ბიუროს. 2000 წლიდან დღემდე მაქვს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. 2012 წლიდან ვთანამშრომლობ კავკასიის უნივერსიტეტთან, სადაც 2020 წლის სექტემბრიდან მიკავია სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (აფილირებული), 2018 წლიდან დღემდე ვარ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრი. 2007 წლიდან დღემდე ვყოფილვარ სხვადასხვა საბჭოს თუ სარედაქცო კოლეგიის წევრი, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2004 წლიდან დღემდე მაქვს გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, კონფერენციებში, ტრენერთა ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის. 2002 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული მაქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამეცნიერო თარგმანი (თანაავტორობით). ვფლობ რუსულ, ინგლისურ ენებს. მყავს მეუღლე და 2 შვილი.

დააფასეთ დრო, მიყევით ინტუიციას და აკეთეთ საქმე, რომელიც გიყვართ!