შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ექიმი - ქეთევან ნემსაძე

 

დაიბადა 1949 წლის 1 ივლისს ქ. ქუთაისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „უჯრედული და ჰემორული იმუნიტეტის მდგომარეობა ახალშობილთა სტაფილოკოკური სეფსისის დროს“ გრიფით: პედიატრია (14.00.09) ალერგოლოგია - იმუნოლოგია (14.00.36), ხოლო 1993 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ახალშობილი და ჩვილი ასაკის სეფსისით შეპყრობილ ბავშვთა საცნაურ საყოფი კრიტერიუმები და მკურნალობის ინტენსიფიკაცია“ გრიფით

„პედიატრია“ (14.10.00).

პროფესორი ქეთევან ნემსაძე ქართული პედიატრიის წამყვანი მეცნიერია.

1994-1999 წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი პედიატრი; 1996-

2011 წწ. მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის პროექტის "ჯანმრთელი ბავშვი და უსაფრთხო დედობა" თანაკოორდინატორი. 2002-2005 წწ. გაეროს ბავშვთა ფონდი რეგიონალური ქსელი ბავშვები-სათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში (NGO/UNICEF Regional Network for Children of CEE/CIS and Baltic States) ორი ვადით არჩეული პრეზიდენტი.

 

1996-2007 წწ. მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის გენერალური დირექტორი; 2007-2010 წწ. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის დირექტორი; 2010-2014 წწ. მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დირექტორი. 2014 წლიდან - დღემდე გლობალმედის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის “აიეტი” სრული პროფესორი.

ქ. ნემსაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელთა დიდ ნაწილში იყო მოწვეული სპიკერი ან საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. მიღებული აქვს ორი საავტორო სერთიფიკატი საბჭოთა კავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტისგან (1991: #1710060; #1725900) და პატენტის სერთიფიკატი საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტისგან [#5 (1410060) 1994] სეფსისის მართვის სფეროში მიღწეული გამოგონებებისათვის.

ქ. ნემსაძე არის ქართული კანონის „ძუძუთი კვების დაცვა და მხარდაჭერა, ხელოვნური საკვების კონტროლირებადი გამოყენება” თანაავტორი და კანონის დანერგვის ინიციატორი (1999 წ). ეს კანონი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარდგენილ იქნა, როგორც ჩვილის კვების კანონის მოდელი UNICEF, 2003 წ.

ქ. ნემსაძე 2001 წლიდან გახლდათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დროებითი მრჩეველი ბავშვისადმი მეგობრული საავადმყოფოს ინიციატივის, რესპირაციული და დიარეული დაავადებების მართვისა და მოზარდებისადმი მეგობრული სამედიცინო სერვისების საკითხებთან დაკავშირებით.

ქ. ნემსაძემ 2006 - 2010 წლებში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მოთხოვნით, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად შეიმუშავა “ეფექტური პერინატალური მოვლის” 4 სასწავლო მოდული:

პრაქტიკოს ექიმთა გადამზადების სახელმძღვანელო ნეონატოლოგიასა და მეანობა- გინეკოლოგიაში;

ნეონატოლოგთა გადამზადების სახელმძღვანელო; მეან-გინეკოლოგთა გადამზადების სახელმძღვანელო; დირექტორის გზამკვლევის კურსი;

აღნიშნული კურიკულუმები წარმატებით დაინერგა საქართველოში და უკრაინაში.

ქ. ნემსაძემ მოახდინა WHO/UNICEF პრინციპების დანერგვა ბავშვთა დაავადებების მართვის პირველად რგოლში. ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვის (IMCI) განვითარებითა და დანერგვით მოხდა ჰოსპიტალური ჯანდაცვის რეორიენტაცია პირველად რგოლზე, რამაც დადე-ბითი ზეგავლენა იქონია პრეჰოსპიტალური სტანდარტის განვითარებაზე.

ქ. ნემსაძე არის:

"მსოფლიო სამიტი ბავშვებისათვის" (ნიუ-იორკი), საორგანიზაციო კომიტეტის წევრი 2001-2002 წწ.;

საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი;

პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაცია "კლარიტასი XXI"-ის საბჭო, წევრი; ძუძუთი კვების აკადემია USA/ABM/FABM (აშშ), საპატიო წევრი.

ქ. ნემსაძეს მიღებული აქვს:

ჯილდო "ესკულაპი", წლის საუკეთესო ექიმი 2006;

 

ISPCAN - საპატიო წევრის ტიტული, სერთიფიკატი NGO/RNC/UNICEF გენერალური ანსამბლეის „არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ“ წარმართვისათვის;

წარმატების სერთიფიკატი ტექნიკური კოოპერაციის პროგრამებში მონაწილეობისათვის - (AED /Washington);

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის ჯილდო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გაეროს მიერ დაარსებული მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017;

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელით 2018.

საპატიო ჯილდო "ოქროს ფონენდოსკოპი" (საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია), 2018.

 

ქ. ნემსაძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი.

 

მათ შორისაა:

ნეოანტოლოგია:     სახელმძღვანელო     ექიმების,     რეზიდენტე-ბისა     და     სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. თბილისი, 2010;

ბავშვის ჯანსაღი კვება (რედაქტორი), თბილისი, 2000;

0-5    წლამდე    ასაკის    ბავშვთა    უხშირეს    დაავადებათა    მართვა,    სახელმძღვანელო (თანაავტორი), თბილისი, 2000;

ფეტალური და ნეონატალური მედიცინა, თბილისი, 2015. დედის სახელმძღვანელო, თბილისი, 2018.