შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ნელი დათუკიშვილი - ასოცირებული პროფესორი, მოლეკულური ბიოტექნოლოგიის მიმართულებით

 

ნელი დათუკიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალიზაციით. 1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიაში თემაზე: “არქეა Sulfolobus acidocaldarius-ის დნმ–პოლიმერაზის გენის კლონირება და სექვენირება”. მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში. ამჟამად მუშაობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. ატარებდა კვლევებს მოსკოვის ენგელჰარდტის სახელობის მოლეკლური ბიოლოგიის ინსტიტუტში (რუსეთი, 1993-1996), გოდოლოს სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიურ ცენტრში (უნგრეთი, 1998) და გენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევით ცენტრში (ბელგია, 2004). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: მცენარეების, საკვებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) გენომების მოლეკულური კვლევა; დნმ-დიაგნოსტიკისა და ნანოტექნოლოგიის ახალი მეთოდების შემუშავება მცენარეთა სახეობებისა და გმო-ს დეტექციისათვის.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

 

  • მოლეკულური ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია
  • მცენარეთა და საკვები პროდუქტების გენომიკა
  • გენმოდიფიცირებული მცენარეები და საკვები