შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ეთერ ქემერტელიძე

 

„ყოველი მეორე მცენარე საქართველოში სამკურნალოა და ეს უფლის საჩუქარია. შენი შექმნილი პრეპარატი ხალხს რომ გამოადგება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ეს იყო ჩემი ცხოვრების კრედო“.

ეთერ ქემერტელიძე

 

“ეთერ ქემერტელიძის პიროვნულ ღირსებებზე, მათ შორის დახვეწილ ინტელიგენტობაზე, ბევრის თქმა შეიძლება. აქ მთავარია მისი კეთილი, უზადო ადამიანური თვისებები. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს უგრძვნია ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის მადლიანი, ზეშთაგონებული დახმარება და მხარდაჭერა, მრავალი მეცნიერის გზის გამკვალავი, ყველას უხვად უნაწილებს გულის სითბოს, ცოდნასა და გამოცდილებას. ეთერ ქემერტელიძე შემოქმედებითად აქტიური და დიდი ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებაა.“

 

ფარმაკოქიმიკოსი

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  აკადემიკოსი 1993 წ.

 

ეთერ ქემერტელიძე დაიბადა 1926 წლის 23 მარტს დაბა საჩხერეში ცნობილი ექიმის ოჯახში.

1942 წ. წარჩინებით დაამთავრა საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის საშუალო სკოლა.

1946 წ. თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი, 1951 წ. კი თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ქიმიურ-ფარმაცევტული ინსტიტუტის ასპირანტურა და იქვე განაგრძო მუშაობა. 1953–1960 წწ. იყო უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1958–1963 წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1964–1972 წწ. იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972–2006 წწ. ინსტიტუტის დირექტორი.

ეთერ ქემერტელიძემ 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე "საქართველოს მცენარეთა ფიტოქიმიური შესწავლა და სამკურნალო პრეპარატები". 1977 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

ეთერ ქემერტელიძე თანმიმდევრობით ავითარებს და ამკვიდრებს მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ, ცალკეული კლასის ქიმიურ ნივთიერებათა კვლევებს და თვალსაჩინო წარმატებებსაც აღწევს, საქართველოში იგი ამ დარგის ფუძემდებლადაა აღიარებული. ეთერ ქემერტელიძემ თავისი ფუნდამენტური გამოკვლევებით გაამდიდრა ფიზიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ შენაერთთა ქიმიისა და ბიოლოგიის თეორია. მის სახელს უკავშირდება ფიტოქიმიკოსთა ძლიერი სკოლის ჩამოაყალიბა. მოწაფებთან ერთად, მან გამოავლინა საინტერესო ქიმიური შედგენილობის და ბიოლოგიური ეფექტურობის მქონე მრავალი მცენარე. გამოყო და დაახასიათა 4 ათასამდე ინდივიდუალური კომპონენტი, მათ შორის 300-ზე მეტი ახალი ბუნებრივი ორგანული ნივთიერება, შექმნა სხვადასხვა დანიშნულების 25 ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი.

 

ეთერ ქემერტელიძე არის:

 

4 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; რუსეთის ფედერაციის მედიკო–ტექნიკური აკადემიის წევრი 2004 წ.;

საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1995 წ.;

საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1994 წ.;

სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო–საპრობლემო საბჭოს წევრი;

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბიოორგანული ქიმიის საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს წევრი;

სსრკ     მეცნიერებათა     აკადემიის     ზოგადი     და     ტექნიკური     ქიმიის     სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

 

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ფარმაკოლოგიის და ფარმაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი;

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის: „მცენარეული სამყაროს რაციონალური გამოყენების, გადამუშავების და დაცვის“ საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს წევრი;

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მიმართულების „ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატთა ექსპერტიზა“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (2008 წელი);

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დარგობრივი კომისიის „ფარმაკოქიმია“ თავმჯდომარე 2009 წ.;

სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1984-1989);

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე;

სსრკ ფარმაცევტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი; სსრკ–საფრანგეთის საპარლამენტო კომისიის წევრი;

 

მიღებული აქვს:

 

საპატიო ნიშნის ორდენი 1976 წ.;

საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქე 1983 წ.;

საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე 1982 წ.; შრომის წითელი დროშის ორდენი 1986 წ.;

ზაზა    ფანასკერტელ-ციციშვილის    სახელობის    მედალი,    საქართველოში    მედიცინის განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის 1989 წ.;

პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია 1995 წ.; ღირსების ორდენი 1996 წ.;

ამერიკის საერთაშორისო კოლეგიის ოქროს დისკი 1997 წ.;

ინგლისის საერთაშორისო ცენტრის მედალი "XX საუკუნის საუკეთესო პიროვნება" 1998 წ.; საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი საბუნე-ბისმეტყველო მეცნიერებათა

დარგში 2004 წ.;

საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - „წმიდა გიორგის ოქროს ორდენი“ 2013 წ.; იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია 2010 წ.;

საერთაშორისო ფონდი „სამეცნიერო პარტნიორობა“ საპა-ტიო ნიშნის მედალი 2014 წ.;

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერ-თაშორისო საქველმოქმედო ფონდის „საპატიო სიგელი“ 2017 წ.;

თბილისის საპატიო მოქალაქე 2018 წ.;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევე-ბისათვის გაეროს მიერ დაარსებული მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2017;

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელი 2018.

 

ეთერ ქემერტელიძემ მოიპოვა 88 საავტორო მოწმობა და პატენტი.

 

ეთერ    ქემერტელიძე    არის    სხვადასხვაენოვანი    (ქართული,    რუსული,    ინგლისური, გერმანული) 610 სტატიის და 10 მონოგრაფის ავტორი.

 

მათ შორისაა:

 

  1. Карденолиды и буфадиенолиды. Тб, 1975 г.;
  2. Физико-химические методы анализа некоторых биологически активных соединений, Тб, 1976 г.;
  3. Химическое исследование наперстянке реснитчатой, 1977 г.;
  4. Фитохимическое исследование морозника абхазского. 1978 г.;
  5. Трансформированные сердечные гликозиды и агликоны и их биологическая активность, 1984 г.;
  6. Стероидные соединения некоторых растений произрастающих в Грузии, 1993 г.;
  7. Биологически активные липиды некоторых растений произрастающих в Грузии. 1996 г.;
  8. Флавоноиды некоторых видов Astragalus флоры Грузии, 2002 г.;
  9. საქართველოს ფარმაკოქიმიის მეცნიერების ზოგიერთი მონაპოვარი წარმოებას, თბ., 2012 წ.
  10. Оригинальные препараты флавоноидоносных растений Грузии, 2016 г.;
  11. Химический состав и фармакологическая эффектив-ность тритерпеновых гликозидов некоторых растений произрастающих в Грузии, 2018 г.;

Синтез стероидных гормональных препаратов из тигогенина интродуцированной в Грузии Yucca gloriosa L. и изучение химического состава растения, 2018 г