შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნათელა ძებისაშვილი

 

დაიბადა 1976 წლის 5 სექტემბერს ქ. ირკუტსკში, რუსეთი.

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2000 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რის შედეგად 2008 წელს იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოზე დაიცვა PhD ხარისხი თემაზე: „ქ. თბილისის ატმოსფერული ნალექებისა და მათი ნიაღვრების ეკოქიმიური კვლევა“, გრიფით: გეოგრაფიული ეკოლოგია.

მეორე ხარისხის (ქიმია) მოპოვების მიზნით, 2019 წელს  ნ. ძებისაშვილი ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე. ამჟამად იგი არის მე-5 სემესტრის დოქტორანტი.

2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2021 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და  ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2014 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის ინსტიტუტში.

2012-2016 წლებში იყო ექსპერტი ნარჩენების სექტორში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, როგორიცაა: „კლიმატის ცვლილების შესახებ მესამე ეროვნული შეტყობინება“, „ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა“ (SEAP) და „Waste Management Technology in Regions“ (WMTR);

2010 წელს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ინდივიდუალური საგრანტო დაფინანსება თემაზე „ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მონიტორინგი და გარემოზე შერბილების გზები“;

2011-2012 წლები - „ქ. თბილისის დახურული ნაგავსაყრელების გავლენა ზედაპირულ წყლებზე“ ტექნიკური უნივერსტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის - სამეცნიერო ხელმძღვანელი;

2015-2017 წწ - „საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა“ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის 2014 წლის კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;

 2019-2022 წწ - მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

 

ამჟამად იგი ასრულებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  დაფინანსებულ ორ საგრანტო პროექტს:

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურში გამარჯვებული  # FR-21-12564 პროექტი „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ნაჟური წყლების კომპლექსური გასუფთავების შესწავლა ნახშირბადოვანი ნანომასალის გამოყენებით ნარჩენების მართვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ - ძირითადი შემსრულებელი;

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული #PHDF-21-268 პროექტი „მყარი ორგანული პოლიმერული ნარჩენებისაგან ალტერნატიული სორბენტების მიღების უნარჩენო პროცესის შემუშავება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიზნით“ - გრანტის მიმღები.

ნ. ძებისაშვილს მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ტრენინგსა და ვორკშოპში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და ათობით სტატია როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. იგი აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს ეკოლოგიური მონიტორინგისა, ნარჩენების მართვისა/გადამუშავების და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.