შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

თეა გოდოლაძე - პროფესორი, გეოფიზიკის მიმართულებით

 

 

თეა გოდოლაძე -  არის სრული პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით. ამჟამად, სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე. ასევე, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლიდან დღემდე.

თეა გოდოლაძეს აქვს დოქტორის ხარისხი ფიზიკა-მათემატიკაში. ასევე, 2012-2013 წლებში გაიარა პოსტ-სადოქტორო კვლევა სეისმოლოგიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში.

თეა გოდოლაძე სხვადასხვა დროს იკავებდა თეორიული სეისმოლოგიის განყოფილების უფროსის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის და დირექტორის მოადგილის პოზიციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში.

თეა გოდოლაძემ განახორციელა და  მონაწილეობა მიიღო ისეთ კვლევებში როგორიცაა, რეგიონული მიწისძვრის კერის მექანიზმების სწრაფი განსაზღვრისა და შეტყობინების სისტემის დანერგვა საქართველოსთვის, დიდი კავკასიონის აგებულების კვლევა სეისმური მეთოდებით, ალბათური სეისმური საფრთხის შეფასება, კავკასიის აქტიური გეოდინამიკა, კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება, სეისმური ქსელის გაფართოება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და სხვა.გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კავკასიის სეისმურობა და სეისმური საშიშროება, სეისმური პროცესის კვლევა, მიწისძვრის კერის ფიზიკა, ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება და რისკი.