შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

თინათინ კახნიაშვილი - პროფესორი, ასტროფიზიკის მიმართულებით

 

 

თინათინ კახნიაშვილმა 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვი, რუსეთი) თემაზე „გრავიტაციული არამდგრადობის თეორია მრავალკომპონენტიან სამყაროში”. 1988 წლიდან მუშაობდა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევრად, 2020 წლიდან ამავე ობსერვატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. 1999 წელს რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილებაში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა” ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მისაღებად. 2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად (2008-2011), 2011 წლიდან პროფესორია. 2009 წლიდან დღემდე არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ-მკვლევარი. 2006-2020 წწ. იყო საერთაშორისო თეორიული ფიზიკის ცენტრის (ICTP, იტალია) ასოცირებული წევრი; მუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (SISSA, იტალია,ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (NYU, აშშ) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (რუტგერსის უნივერსიტეტი (Rutgers University, აშშ), კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი (KSU აშშ), ლაურენტიან უნივერსიტეტი (Laurentian, კანადა), ჟენევის უნივერსიტეტი (Geneva University, შვეიცარია)).
მიღებული აქვს საქართველოს (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) თუ საერთაშორისო გრანტები, როგორებიცაა: the US Civilian Research and Development Foundation (CRDF) in coordination with Georgian Research and Development Foundation (GRDF), Collaboration in Basic Science and Engineering (COBASE), International Association for the promotion of cooperation with scientists from the independent states of the former Soviet Union (INTAS), the NASA Astrophysics Theory Program (ATP), the National Science Foundation (NSF) Astronomy and Astrophysics Grant program (AAG), Swiss National Science Foundation (SNSF) SCOPES.
დღეისთვის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და NASA ATP გრანტების ხელმძღვანელია. გარდა ამისა, ამჟამად არის შვედეთის სამეცნიერო ფონდის (Swedish Research Council) თანახელმძღვანელი და შოთა რუსთაველის გრანტის მონაწილე. იყო არაერთი კონფერენციისა და სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი, მათ შორის NORDITA-ის ორი 4-კვირიანი პროგრამის ორგანიზატორი კოსმოლოგიურ მაგნიტურ ველებში (2015, აქსელ რანდენბურგსა და ტანმეი ვაჩასპატისთან ერთად) და გრავიტაციულ ტალღებში (2019, აქსელ ბრანდენბურგსა და მარკ ჰინდმარშთან ერთად).

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

 

  • თეორიული ფიზიკა: გრავიტაციის თეორია; ფარდობითობის თეორია; მაღალი ენერგიების ფიზიკა; ჰიდროდინამიკა და ტურბულენტობა;
  • კოსმოლოგია: ადრეული სამყაროს ფიზიკა; კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი; გრავიტაციული ტალღები; ფარული ენერგია; ფარული მატერია;
  • ასტროფიზიკა: კოსმოსური მაგნიტური ველები; მაღალი ენერგიების ასტროფიზიკა; ჰიფრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობა.